დრონებით თავდასხმის შემდეგ ოკუპირებული ხერსონის ნაწილი, ყირიმი და დონეცკი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
მიხეილ სააკაშვილი: ზურაბიშვილი ზელენსკისგან ჩემს დაკავებასა და საქართველოში გადაცემას ითხოვდა
მიხეილ სააკაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, რომელიც საქართველოს ჰყოლია
ირაკლი კობახიძე: 78-ე მუხლი ევროინტეგრაციისთვის ყველა გონივრული ზომის მიღებას გულისხმობს და არა ეროვნული ინტერესების დათმობას
გოჩა მირცხულავა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად „საქართველოს ეროვნული შეთანხმების აქტის“ პროექტს აქვეყნებს
ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
კობახიძე: ანაკლიის პორტზე მიმდინარე სამუშაოების ღირებულება 151.4 მილიონ დოლარამდე შემცირდა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“: სტრასბურგის სასამართლომ „ფარასა“ და „გრანტების შესახებ“ კანონებზე საჩივრების განხილვა დაიწყო

კელი დეგნანი - უკვე ერთი წელია, რაც დაიწყო ინფორმაციის გაზიარება საქართველოში გამავალი სავაჭრო ნაკადის შესახებ

13.04.2023 ნახვები: 569

ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოს ხელისუფლებასთან. უკვე ერთი წელია, რაც დაიწყო ინფორმაციის გაზიარება საქართველოში გამავალი სავაჭრო ნაკადის შესახებ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

„ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს საბაჟო სამსახურთან, შემოსავლების სამსახურთან, საზღვრის დაცვის სამსახურთან, რომლებთანაც ჩვენ მჭიდრო პარტნიორობა გვაქვს მრავალი წელია, ვატარებთ ტრენინგებს, ვაწვდით აღჭურვილობას. ახლა განსაკუთრებით ღირებულია ეს თანამშრომლობა, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანია იმის მონიტორინგი, თუ რა გადის საქართველოს საზღვრების გავლით. ჩვენ ამ კრიტიკულ დროში საქართველოს ხელისუფლებასთან ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს. საქართველოს ფინანსთა მინისტრსა და ჩვენს სანქციების კოორდინატორს შორის შეხვედრა ამ საკითხზე იყო ფოკუსირებული, რადგან უკრაინაში რუსეთის სასტიკი ომის ფონზე ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობს რუსეთი თავიდან აიცილოს სანქციები და ექსპორტის კონტროლის რეგულაციები, რომელიც დაწესებულია არა მხოლოდ შეერთებული შტატების მიერ, არამედ ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიის მიერ. ასე რომ, ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილია, გაგრძელდეს ინფორმაციის გაზიარება და გამკაცრდეს კონტროლი, რათა შეწყდეს ისეთი ტვირთის მოძრაობა, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის მანქანისთვის იყენებს და ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ ამ კუთხით,“- აღნიშნა ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა