მიხეილ სააკაშვილი - ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა ენმ, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება. პარტიაში არის უმძიმესი კრიზისი
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზშივე დააკავეს
ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი - საქართველოს ხელისუფლებას მივმართავთ რეკომენდაციით, გააუქმოს ან საფუძვლიანად გადახედოს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე
4 ოქტომბრის საქმეზე, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ასევე დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ია დარახველიძეს კი 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს

კონკურენციის სააგენტო - მოვაჭრე ვალდებულია, მომსახურება ქართულ ენაზე განახორციელოს

13.04.2023 ნახვები: 588

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მოქალაქე ლანა ყანჩელის განცხადების საფუძველზე, „ვეტერინალურ ცენტრ ზოოპლაზას“ მიმართ დაწყებული საქმის შესწავლა – „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაასრულა.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, საქმის შესწავლის ფარგლებში, სააგენტომ მოვაჭრესთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებში მოვაჭრეს დაევალა იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც მის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად ზიანი მიადგა.

„კერძოდ, საქმის შესწავლის პროცესში მოვაჭრემ აიღო ვალდებულება, მომხმარებელს მომსახურება ქართულ ენაზე გაუწიოს. ასევე, ინფორმაცია და წერილობითი დოკუმენტები ქართულ ენაზე მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს.

გაფორმებული პირობითი ვალდებულების შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია, განხორციელებული ქმედებების შესახებ ერთი თვის ვადაში სააგენტოს შესრულებული ვალდებულებების მტკიცებულებები წარუდგინოს.

მსგავსი ტიპის საქმეებში, საკითხის შინაარსობრივი ნაწილის გათვალისწინებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან აქტიურად თანამშრომლობს.

ინფორმაციისთვის, 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 194 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 118 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო, ხოლო 109 საქმესთან დაკავშირებით საკითხი დასრულებულია. ხუთი თვის განმავლობაში კონკურენციის სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 49 საქმეზე 28 შეთანხმება გააფორმა, საიდანაც 11 საქმესთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების ხუთი დარღვევის ფაქტი 16 საქმეზე, ხოლო ორ შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა“, – აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა