ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ალექსეი ნავალნი - ჩემდა სამარცხვინოდ, 2008 წელს დავწერე შეურაცხმყოფელი პოსტი ქართველების წინააღმდეგ, ამის გამო ბოდიში მოვიხადე და კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს

ნახვები: 615 ალექსეი ნავალნი - ჩემდა სამარცხვინოდ, 2008 წელს დავწერე შეურაცხმყოფელი პოსტი ქართველების წინააღმდეგ, ამის გამო ბოდიში მოვიხადე და კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს

ჩემდა სამარცხვინოდ, 2008 წელს დავწერე შეურაცხმყოფელი პოსტი ქართველების წინააღმდეგ, ამის გამო ბოდიში მოვიხადე და კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს, – ამის შესახებ ალექსეი ნავალნი „ფეისბუქზე“ წერს.

ნავალნი სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე წერს.

„მინდა, ვისაუბრო მიხეილ სააკაშვილზე. მას არ ვიცნობთ და არასდროს შევხვედრილვართ. მის გუნდში არავის ვიცნობ და არც არავინ მთხოვა ამ პოსტის დაწერა. ჩემდა სამარცხვინოდ, საკმაოდ მწირი წარმოდგენა მაქვს ქართულ პოლიტიკაზე და შეიძლება, რაღაც არასწორად ვთქვა. კიდევ უფრო მეტად, ჩემდა სამარცხვინოდ, რატომღაც იმ ფაქტის გავლენით, რომ ჩემი ამხანაგი ცხინვალში დაბომბვის ქვეშ იყო, 2008 წელს დავწერე პოსტი ქართველების წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი ეპითეტით. ამის გამო ბოდიში მოვიხადე და კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს, მაგრამ ვიცი, რომ ამ მხრივ ჩემს აზრს საქართველოში დიდი წონა არ აქვს. თუმცა, გადავწყვიტე დამეწერა, როგორც ადამიანმა და ქრისტიანმა, რადგან ძნელი საყურებელია. სააკაშვილი იტანჯება, მისი ოჯახი იტანჯება და მთელი საქართველო იმისგან, რაც ცუდი ხდება და ამაში კარგი არაფერია მათთვისაც კი, ვისაც სურს, სააკაშვილის სიკვდილამდე ციხეში ყოფნა.

მჯერა საქართველოს ბედნიერი ევროპული მომავლის. ეს არის მაგარი ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაფერი კეთილდღეობისთვის. მჯერა, რომ პოლიტიკური დაპირისპირება (და სად არ ხდება?) მშვიდობიანად და უსაფრთხოდ მოგვარდება. მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის ეს პატიმრობა და ტანჯვა საშინელი და უგულოა. ეს გავლენას ახდენს ევროპულ არჩევანზე, გავლენას ახდენს განვითარებაზე, ამცირებს ნორმალური მომავლის შანსებს. ეს აქვეითებს მორალს და ავსებს ქვეყანას ბოროტებით“,- აღნიშნავს ნავალნი.

​როგორც ნავალნი წერს, ხელისუფლება უფრო მოწყალე უნდა იყოს, ვიდრე მისი ოპონენტები.

„გასაგებია, რომ დაპირისპირება სასტიკი და ემოციებით სავსეა. ეჭვი არ მეპარება, რომ სააკაშვილის ოპონენტებს აქვთ რაღაც დასამახსოვრებელი და შურის საძიებელი. აი, ამის თქმა მინდა. და მინდა, მოწოდება თუ ვინმე გაიგებს – არ არის საჭირო შურისძიება, ძალიან რომც გქონდეთ სურვილი. ამ შურისძიებით მთელი საქართველო დაზარალდება. ეს არის ჩიხური გადაწყვეტა, სტრატეგიულად არახელსაყრელი ყველასთვის. და სასტიკი. ჩვეულებისამებრ, ყველაფერი ეყრდნობოდა იმ ფაქტს, რომ ყველას სურს შეინარჩუნოს სახე. ყველას უნდა აჩვენოს, რომ ვერ აჯობეს, პირიქით, მან აჯობა ყველას. მაგრამ ხელისუფლება უფრო მოწყალე უნდა იყოს, ვიდრე მისი ოპონენტები. ყოველივე ამის შემდეგ, ის არის ძალა.

სააკაშვილი ძალიან ავად არის და სიმულაციაზე ყველა საუბარი სისულელეა. დამიჯერეთ, ციხე გამოწურავს ნებისმიერის ჯანმრთელობას და დიდი სისწრაფით. მისი პირობითი სასჯელით სამკურნალოდ გათავისუფლება, ან ისეთი რამის გაკეთება, რაც მხარეებს კანონის დაცვისა და სახის გადარჩენის საშუალებას მისცემს, უფრო სწორი იქნებოდა.

ახლა ვნების კვირაა, შემდეგ კი აღდგომის. კარგი დროა ქვეყნის სასიკეთოდ რთული, მაგრამ მოწყალე საქციელისთვის და ერის შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმისკენ. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და მიხეილ სააკაშვილის ყველა ოპონენტს, გადადგას ეს ნაბიჯი ქრისტიანული გულმოწყალებისა და მშვიდობის დამყარების სულისკვეთებით. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან“, – აღნიშნულია ალექსეი ნავალნის ფეისბუქპოსტში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა