ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ გამომძიებლებს დაავალა, გაარკვიონ, რატომ ჰქონდა წვდომა საიდუმლო მასალაზე ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების წევრს

ნახვები: 597 ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ გამომძიებლებს დაავალა, გაარკვიონ, რატომ ჰქონდა წვდომა საიდუმლო მასალაზე ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების წევრს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ გამომძიებლებს დაავალა, გაარკვიონ, რატომ ჰქონდა წვდომა საიდუმლო მასალაზე აშშ-ის ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების 21 წლის წევრს, რომელსაც ბრალი ედება სამხედრო დაზვერვის საიდუმლო ჩანაწერების გავრცელებაში, – ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ირლანდიაში სამდღიანი ვიზიტის დასასრულს, მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„პირველ რიგში, დეპარტამენტს დავავალე, გაარკვიონ, რატომ ჰქონდა მას წვდომა ამ დოკუმენტებზე; და მეორე, ფოკუსირება იმაზე, რა მასშტაბით მოხდა ეს ყველაფერი. იმაზე მეტს ვერაფერს გეტყვით, რაც უკვე ითქვა. შეუძლებელია იმის წინასწარმეტყველება, რამდენი ხანი დასჭირდება გამოძიებას, მაგრამ არ მგონია, დიდი დრო დასჭირდეს. ვფიქრობ, რომ არსს უფრო მალე მივაკვლევთ“, – განაცხადა ბაიდენმა.

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროებაში ეჭვმიტანილ ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების წევრს, ჯეკ ტეიშეირას ოფიციალურად წაუყენეს ბრალი. 21 წლის ჯეკ ტეიშეირა გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ დაიტონში 13 აპრილს დააკავეს. ის ეროვნული გვარდიის საჰაერო თავდაცვის ძალების დაზვერვის განყოფილების IT-სპეციალისტად მუშაობდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა