ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

მეუფე გრიგოლი - საზოგადოების შიგნით ნაპრალი გაჩნდა, რომლის ამოვსებაც ვერ ვახერხებთ

ნახვები: 598 მეუფე გრიგოლი - საზოგადოების შიგნით ნაპრალი გაჩნდა, რომლის ამოვსებაც ვერ ვახერხებთ

დღეს განსაკუთრებით მწვავედ დგას ომისა და მშვიდობის, ეკლესიისა და სახელმწიფოს, ეკლესიისა და საზოგადოების ურთიერთმიმართების საკითხები, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის სააღდგომო გზავნილშია ნათქვამი.

მეუფის სააღდგომო გზავნილი ფოთის საკათედრო ტაძარში, სადაც სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს, მრევლს მღვდელმა კირიონ უგრეხელიძემ გააცნო.

როგორც მეუფე გრიგოლი აღნიშნავს, „ახლა გვმართებს ნამდვილი ეროვნული გამოფხიზლება ჩვენი ოდინდელი ქრისტიანული სიქველის ჩვენება, ერთმანეთის შენდობა და პატიება, ამქვეყნიური ფუჭი ზრახვებისა და ინტერესების გვერდის გადადება და ჩვენი დიდი სამომავლო მიზნის - ძლიერი ქართული სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრიობის შექმნის გზაზე მტკიცე ნაბიჯების გადადგმა“.

„ეკლესიას, მის წევრებს და, მათ შორის, პირადად მეც, გვაფიქრებს არაერთი საკითხი. მათგან დღეს განსაკუთრებით მწვავედ დგას ომისა და მშვიდობის, ეკლესიისა და სახელმწიფოს, ეკლესიისა და საზოგადოების ურთიერთმიმართების საკითხები. ამ საკითხთა სიმწვავე და პრობლემურობა არაერთ კითხვას აღძრავს და ჩვენგან დამაჯერებელ პასუხებს მოითხოვს! ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემაზე შევაჩერებ ყურადღებას; ეს გახლავთ ადამიანის რელიგიურ გრძნობებით ბოროტად სარგებლობა, რასაც მავანი ხშირად მიმართავს ხოლმე თითქოსდა წმიდა მიზნების მისაღწევად. ვხედავთ იმასაც, რომ რელიგია ზოგჯერ ამსოფლიური ზრახვების სამსახურში უნდათ ჩააყენონ. აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან ამით რელიგიური გრძნობების სიწმიდე შეილახება. ამის საილუსტრაციოდ ერთ მაგალითს მოვიყვანთ: არსებობს ასეთი ცნება, რასაც ეთნოფილეტიზმი ჰქვია. ეს არის (უმეტესწილად, ადგილობრივი ეკლესიებისთვის დამახასიათებელი) ერთგვარი ტენდენცია, როცა ეროვნულ, პოლიტიკურ, ტომობრივ (და ა.შ.) ინტერესებს მსხვერპლად ეწირება ეკლესიის ფუნდამენტური სწავლების ძირითადი ღირებულებები და გზას უხსნის ფანატიზმს. ამის გამოვლინების კონკრეტულ მაგალითს ვხედავთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამართლების დროსაც. ამ ომის მაგალითი თვალნათლივ გვაჩვენებს ჩვენი ყოფის კატასტროფულ შედეგს: სწორედ ომთან, სისხლისღვრასთან არის დაკავშირებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მასიური გამოვლინება ადამიანთა შორის, და ეს განსაკუთრებით მტკივნეულია მაშინ, როცა ამას ის ხალხი სჩადის, ვინც ერთი ეკლესიის შვილებად მოიაზრებს თავს.

აქვე მინდა, მოკლედ შევეხო ჩვენი საზოგადოების მთავარ გამოწვევას, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, რაც უაღრესად მწვავე პრობლემად ექცა ჩვენს ქვეყანას. დღითიდღე ვხდებით მომსწრენი იმისა, რომ ჩვენი საზოგადოების შიგნით იმგვარი ნაპრალი გაჩნდა, რომლის ამოვსებასაც ჯერჯერობით ვერასგზით ვერ ვახერხებთ. ჩვენი საზოგადოება თითქოსდა კვლავაც გათითოკაცდა, თითქოსდა დაიკარგა საერთო, საზოგადოებრივი და ეროვნული ინტერესები და წინა პლანზე გამოვიდა ფსევდო-მიზნები, რომელთა ამაო ძიებაში ვკარგავთ დიდ დროსა და ენერგიას (არადა, ჩვენს გარემომცველ სამყაროში, ამის პარალელურად, დიდ კონტრასტულ სურათს ვხედავთ: თანამედროვე მსოფლიო უსწრაფესად ვითარდება, სახეზეა ტექნოლოგიური განახლების ახალი ტალღა, რომელსაც მზად უნდა შევხვდეთ!). ახლა (ისე, როგორც ამ სამი ათეული წლის განმავლობაში, შესაძლოა, არც არასდროს!) გვმართებს ნამდვილი ეროვნული გამოფხიზლება, ჩვენი ოდინდელი ქრისტიანული სიქველის ჩვენება, ერთმანეთის შენდობა და პატიება, ამქვეყნიური ფუჭი ზრახვებისა და ინტერესების გვერდის გადადება და ჩვენი დიდი სამომავლო მიზნის - ძლიერი ქართული სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრიობის შექმნის გზაზე მტკიცე ნაბიჯების გადადგმა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ საქმეში ჩვენი ქვეყნის კვლავაც მტკიცე ფარი იქნება. დღეს ბრწყინვალე აღდგომის სიხარული ავსებს მართლმადიდებელ ქრისტიანულ სამყაროს და მსურს, რომ თითოეული თქვენგანის გული და არა მხოლოდ გული, არამედ მთელი ცხოვრება აღავსოს ბრწყინვალე აღდგომის მადლმა. იესო ქრისტეს დიდებული და ბრწყინვალე აღდგომის რწმენითი შემეცნება გვხდის ამ წარმოუდგენელი სიხარულის თანაზიარად და იქცევა ჩვენი ცხოვრების ახალ დასაწყისად. ქრისტე აღდგა!“- ნათქვამია მეუფე გრიგოლის სააღდგომო გზავნილში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა