ბენიამინ ნეთანიაჰუ - სანამ მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება
ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრა ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე
საქართველოში ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი
გოჩა მირცხულავა - ავტორიტარიზმის პირველი მსხვერპლი თავისუფლება კი არ არის - პირველი მსხვერპლი ემპათიაა
დონალდ ტრამპი - ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მივაღწიეთ - შესაძლოა, ხელი ევროპაში მოეწეროს
ირანის საგარეო უწყება - ირანს აშშ-სთან შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია
საგარეო უწყება - საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად - მიუღებელია საკითხით პოლიტიკური მანიპულირება
ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარი თქვა

შალვა პაპუაშვილი - ვფიქრობ, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ახლა იმაზე ფიქრობს, რომ სააკაშვილის მიმართ განაჩენები უნდა აღსრულდეს

13.09.2021 ნახვები: 603

ამაზე სერიოზული კომენტარების გაკეთებაც აღარ ღირს. მიხეილ სააკაშვილი 17-ჯერ აპირებდა ჩამოსვლას და არც ერთხელ არ ჩამოვიდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ის გამოეხმაურა პარტია „კანონი და სამართლის" ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განაცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად ორგანიზაციას აფუძნებს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი თუ საქართველოში ჩამოვა, მის მიმართ გამოტანილი განაჩენები აღსრულდება.

„ამაზე სერიოზული კომენტარების გაკეთებაც აღარ ღირს. მიხეილ სააკაშვილს არა ერთხელ, 17-ჯერ აქვს ასეთი განცხადება გაკეთებული. 17-ჯერ აპირებდა ჩამოსვლას და არც ერთხელ არ ჩამოვიდა. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე გახლავთ. საქართველოშია გასამართლებული და სანდრო გირგვლიანის საქმეზე 3 წელი აქვს მისჯილი, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე კი 6 წელი. ვფიქრობ, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ახლა იმაზე ფიქრობს, რომ ეს განაჩენები უნდა აღსრულდეს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუკი ის მოხვდება საქართველოს იურისდიქციის ქვეშ, ეს განაჩენი აღსრულდება", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, „თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ უკვე 40 ათასი ადამიანი შეკრიბა", - შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამწუხარო ფაქტი იქნება, თუ საქართველოში არსებობს 40 ათასი ადამიანი, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმეზე სასამართლოს განაჩენის აღსრულების წინააღმდეგია.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ეს ყველაფერი გარკვეული აჟიოტაჟის შექმნას ემსახურება.

„სამწუხარო ფაქტი იქნებოდა, თუკი ამ ქვეყანაში არსებობს 40 ათასი ადამიანი, რომელიც იქნებოდა წინააღმდეგი, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე სასამართლოს განაჩენი აღსრულდეს. არ მგონია, ამდენი ადამიანი საქართველოში იყოს იმის წინააღმდეგი, რომ ეს განაჩენი აღსრულდეს. გასაგებია, რასაც ეს ემსახურება - გარკვეული აჟიოტაჟის აწევას. ყველფრის დაბრალება, დისკრედიტაცია და ტემპერატურის აწევის მცდელობა არის, რადგან ფაქტია, მათ შორის კვლევებიც აჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთხელ დამარცხდება. დიდი ალბათობით, ეს იქნება მათთვის საბოლოო მარცხი, ვინაიდან ვხედავთ, რომ მათ არანაირი მორალური რესურსი აღარ დარჩათ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, „ფიზიკურ ძალს გამოიყენებთ მის დასაკავებლად, თუ ამდენი ადამიანი დახვდება?", - შალვა პაპუაშვილი პასუხობს: „თეორიულ შესაძლებლობებს სახავთ, სინამდვილეში ყველაფერი მარტივად იქნება. მიხეილ სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ამ ტერიტორიაზე არ შემოვა".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა