ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

უკრაინა დროულად მიიღებს ყველა იმ იარაღს, რომელიც აუცილებელია რუსეთის ჯარების წინააღმდეგ მომავალი კონტრშეტევისთვის

ნახვები: 595 უკრაინა დროულად მიიღებს ყველა იმ იარაღს, რომელიც აუცილებელია რუსეთის ჯარების წინააღმდეგ მომავალი კონტრშეტევისთვის

უკრაინა დროულად მიიღებს ყველა იმ იარაღს, რომელიც აუცილებელია რუსეთის ჯარების წინააღმდეგ მომავალი კონტრშეტევისთვის, – ამის შესახებ ევროპაში ნატო-ს მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების უმაღლესმა სარდალმა და აშშ-ის არმიის გენერალმა, კრისტოფერ კავოლიმ განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ უკვე მივაწოდეთ მათთვის საჭირო იარაღი და გავაგრძელებთ მიწოდებას მიმდინარე ოპერაციების მხარდასაჭერად“,- აღნიშნა კავოლიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტში გამართულ მოსმენაზე.

მისივე თქმით, ოდესაში ამერიკელი სამხედროების წარმომადგენლები ამოწმებენ უკრაინაში ჩასულ იარაღს, ხოლო მომდევნო კვირას კი მორიგი შემოწმებაა დაგეგმილი.

როგორც „ბიბისი“ წერს, ამ განცხადებით გენერალმა იმ ამერიკელი პოლიტიკოსების კრიტიკას უპასუხა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ამერიკული სამხედრო დახმარება შესაძლოა ,დანიშნულების ადგილამდე არ მიდიოდეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა