აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ბრძანება დაბადებისთანავე მოქალაქეობის შეზღუდვის შესახებ ბათილად ცნო
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
კავკასია: გუშინ, დღეს, ხვალ. ექსპერტები რეგიონის ძირითად გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე
ირანული მედია: აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას მიხეილ ყაველაშვილიც დაესწრება
ელისაშვილის ადვოკატი: ვიდეოკადრებით ბრალდებულის იდენტიფიცირება შეუძლებელია, ექსპერტიზა კი ზიანს დაახლოებით 150 ევროდ აფასებს
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის დიდი ნაწილი ნაწილობრივ „ქოცებს“ დაემსგავსა და სიტყვა „დიქტატორის“ გამოყენებასაც ვეღარ ბედავს
ეკატერინე ხვედელიძე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას: ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია
კახა კალაძე: მიხეილ ყაველაშვილის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ

ცესკო-მ შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა

30.04.2023 ნახვები: 571

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი წარადგინა. მისი თქმით, დათვლილია ყველა, 165-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები.

„შედეგები ასეთია: საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები: № 21 – ბესიკი წულეისკირი („თავისუფალი საქართველო”) 1 359 ხმა – 4,7%; №41 გიორგი ხახუბია („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 27 553 ხმა – 95.3%.

საკრებულოების შუალედური არჩევნები წინასწარი მონაცემები:

გურჯაანი – №41 ზურაბი მუხულიშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 1 347 ხმა; თიანეთი – №41 იოსებ მათურელი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 345 ხმა;

ახალციხე – № 41 როინი ნებაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 463 ხმა; ტყიბული – №41 გიორგი კერესელიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)-1 322 ხმა – 86.63%; №51 გიორგი გაგოშიძე (საინიციატივო ჯგუფი) 204 ხმა – 13.37 %.

ქუთაისი – № 41 მიხეილი გიორგაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 5 396 ხმა.

რაც შეეხება მერების რიგგარეშე არჩევნებს, აქ წინასწარი შედეგები შემდეგია:

ცაგერი – №41 ლევან ზალკალიანი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 4 825 ხმა; თერჯოლა №41 მანუჩარ რობაქიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) – 11 511 ხმა“,- განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა.

ნათია იოსელიანის განცხადებით, შემაჯამებელი ოქმები, ისევე როგორც ელექტრონული აპარატებიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერი ატვირთულია ვებგვერდზე results.cec.gov.ge და ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს მათ.

„აღნიშნულ ვებგვერდზე მონაცემების ატვირთვა დაიწყო 29 აპრილს 20:30 საათიდან, ხოლო არჩევნების წინასწარი შედეგები 117 უბნის მიხედვით ცესკო-ს თავმჯდომარემ საარჩევნო უბნების დახურვიდან საათ-ნახევარში წარადგინა. ამ დროში წინასწარი შედეგის გამოქვეყნება არჩევნების მასშტაბის გათვალისწინებით უპრეცედენტოა“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა აღნიშნა, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა, ონლაინ დაკვირვებოდა არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკო-ში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკო-ს Facebook, Youtube-სა და საარჩევნო ადმინისტრაციის ვებგვერდზე ხორციელდებოდა.

„კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, ვინც მოვიდა საარჩევნო უბნებზე და გამოხატა თავისი ნება; ასევე ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს, რომელთა ძალისხმევით საარჩევნო პროცესი მაღალ დონეზე იყო ადმინისტრირებული. ასევე ყველა ჩართულ მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, მედიას. განსაკუთრებულად მინდა, აღვნიშნო საერთაშორისო ვენდორი კომპანია „სმარტმატიკი“, რომელთა ტექნოლოგიური მხარდაჭერით შედგა გუშინდელი არჩევნები. ჩვენი თანამშრომლობის შედეგი ადასტურებს, რომ არჩევნები საერთო საქმეა!“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა