ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენციის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რეგულაციების აღსრულებაზე მკაცრი კონტროლი იყოს

ნახვები: 616 ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენციის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რეგულაციების აღსრულებაზე მკაცრი კონტროლი იყოს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია გრძელდება. მისივე თქმით, ტენდენციის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა აუცილებელი რეგულაციები სათანადოდ დაიცვან.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ეპიდვითარებაზე საუბრისას აღნიშნა, განსაკუთრებით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განახლების შემდეგ აუცილებელია ტრანსპორტში რეგულაციების დაცვა.

„ამ ეტაპისთვის აღინიშნება ინფიცირების კლება, თუმცა მნიშვნელოვანია, მკაცრად იყოს გაკონტროლებული აღსრულება ყველა რეგულაციის, რომელიც არის დაწესებული. ვგულისხმობ სოციალური ღონისძიებების გამართვას, პირბადის ტარებას, სოციალურ დისტანციას. ასევე მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამოქმედდა, მნიშვნელოვანია, რომ მგზავრთა გადანაწილება იყოს პროპორციული იმ რეგულირების მიხედვით, რომელიც მოცემულია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რათა არ მოხდეს ისევ პროვოცირება ინფექციის გავრცელების.

ასევე საყურადღებოა ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი - ერპე, რის საფუძველზეც ჩვენ მოგვეცა გადაწყვეტილების მიღების საშუალება, რომ შემსუბუქებები დაგვეწყო. ამ ეტაპისთვის მაჩვენებელი გაჩერებულია ანუ მისი კლება არ შეიმჩნევა. სწორედ ამიტომ ჩვენი საზოგადოების მეტი მობილიზაცია და სოლიდარობაა საჭირო იმ რეგულაციების მიმართ, რისკენაც ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძემ რეგულაციების დაცვის პარალელურად ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციის საჭიროებასთან დაკავშირებით პირველადი ჯანდაცვის ექიმების მეტი აქტიურობაა საჭირო.

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით განიხილება სხვადასხვა მოტივატორი. ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ, ზუგდიდში სხვადასხვა ჯგუფის ექიმებთან როგორც ჰოსპიტალში, ასევე პირველად ჯგუფში მომუშავე ექიმებთან. მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის მეტად აქტიური ჩართულობა, ექიმების მოტივაცია, ვინაიდან სწორედ ისინი წარმოადგენენ იმ ხიდს მოსახლეობასა და სახელმწიფოს შორის, რომლებმაც უნდა გასწიონ სწორი აგიტაცია ვაქცინაციის უსაფრთხოებასა და საჭიროებასთან მიმართებით. ეს პროცესი არის დაწყებული და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმების ჩართულობით ეს პროცესი იქნება მეტად გააქტიურებული", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა