ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ლუჩანო სპალეტი პრესკონფერენციაზე ატირდა - მადლობა ღმერთს, ნეაპოლელებს ეს ბედნიერება მივანიჭე

ნახვები: 622 ლუჩანო სპალეტი პრესკონფერენციაზე ატირდა - მადლობა ღმერთს, ნეაპოლელებს ეს ბედნიერება მივანიჭე

„ნაპოლის“ მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ „სკუდეტოს“ მოგების შემდეგ პრესკონფერენციაზე ემოციები ვერ დამალა.

„იტალიის ჩემპიონობა დიდი სიხარულია. ღიმილიანი, ბედნიერი ნეაპოლელების ნახვა ყველაზე დიდი განცდაა. ისინი ამ სიხარულით შეძლებენ რთული ცხოვრებისეული მომენტების გადალახვას. მადლობა ღმერთს, ნეაპოლელებს ეს ბედნიერება მივანიჭე.

ნეაპოლში იმიტომ ჩავედი, რომ გამარჯვებები მოგვეპოვებინა. ეს აუცილებელია, რადგან ამ ქალაქში ნახეს დიდი მწვრთნელები და შესანიშნავი ფეხბურთელები. საზოგადოებას ახსოვს დიეგო მარადონას ეპოქა და ძნელია მათთვის იმის თქმა, რომ მესამე ადგილი დავიკავეთ, როგორც ეს შარშან მოხდა.

მოვახერხე ფეხბურთელებისგან მაქსიმუმი მიმეღო, მათ გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოვუყალიბე. „ნაპოლიში“ მუშობდნენ რაფაელ ბენიტესი, კარლო ანჩელოტი, მაურისიო სარი, ჯენარო გატუზო, რომელმაც იტალიის თასი მოიგო. მხოლოდ „სკუდეტოსთვის“ უნდა მებრძოლა, თორემ სხვანაირად აქ დარჩენის შანსი არ მექნებოდა.

ოსიმენი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, ამავე დროს გულიანი და ხალისიანი ბიჭია. ბურთის დანახვისას პატარა ბავშვს ჰგავს, ყველა მიმართულებით მისდევს. ის არის ადამიანი, რომელმაც „ნაპოლის“ ჩემპიონობისთვის ბევრი რამ გააკეთა. გადამწყვეტი გოლის გატანა, რომელმაც „სკუდეტო“ მოგვიტანა, ამ ყველაფრისთვის ჯილდოა.

ამ გამარჯვებას ვუძღვნი ფეხბურთელებს, რომლებიც ამ ბედნიერებას იმსახურებენ; მთელ ნეაპოლს და ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ჩემს ძმას – მარჩელოს“, – ასე დაამთავრა საუბარი აცრემლებული თვალებით სპალეტიმ, რომლის ძმა – მარჩელო ოთხი წლის წინ გაუჩინარდა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა