ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, დილარ ხაბულიანი, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე - იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის მხარდამჭრები

ნახვები: 615 ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, დილარ ხაბულიანი, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე - იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის მხარდამჭრები

ვიღაცას შეიძლება, მივეცი ხმა, ვიღაცას – არა, იდეაში ვფიქრობდი, მიმეცა საერთოდ ყველასთვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც დარბაზში გაირკვა, რომ ცოტა გაუგებრობა იყო, შევწყვიტე ხმის მიცემა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა.

ქარდავას თქმით, იმედი აქვს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატებს არ დაუჭირა მხარი.

„ევრორეკომენდაციებიდან გამომდინარე, აქტიურად მქონდა სურვილი, რომ ოპოზიცია ზოგადად ჩართული ყოფილიყო ამ პროცესში, მაგრამ ისევ და ისევ „ქართული ოცნების“ არასწორმა პოლიტიკამ და მოლაპარაკების არასწორმა წარმოებამ განაპირობა ის, რომ დღეს ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა ოპოზიცია, ზოგადად ქვეყანა. ვიღაცას შეიძლება, მივეცი ხმა, ვიღაცას – არა. იდეაში ვფიქრობდი, მიმეცა საერთოდ ყველასთვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც დარბაზში გაირკვა, რომ ცოტა გაუგებრობა იყო, შევწყვიტე ხმის მიცემა. მას შემდეგ, რაც დატოვეს დარბაზი, მეც დავტოვე დარბაზი. რამდენიმე ადამიანს მივეცი ხმა. იმედი მაქვს, ვისაც ხმა მივეცი, არ არიან „ქართული ოცნების“ კანდიდატები, თუმცა ვაპირებდი ისეთი ადამიანებისთვის ხმის მიცემას, რომლებიც საერთოდ არ დამდგარან კენჭისყრაზე, მაგრამ სიაში იყვნენ“, – განაცხადა ქარდავამ „ტვ პირველი“ ეთერში.

არსებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმაც დაუჭირეს მხარი.

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კი, კენჭისყრა ხელახლა გაიმართება. პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად საერთო ჯამში 29 კანდიდატს უყარა კენჭი. ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი). იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად, სულ მცირე, 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. კენჭისყრა ფარული იყო, აქედან გამომდინარე, უცნობია, რომელმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი არჩეულ კანდიდატებს.

ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ვაკანტური ადგილია დარჩენილი. ოთხ კანდიდატს, რომლებმაც სხვებთან შედარებით მეტი ხმა მიიღეს, მეორე ტურში უყრიან კენჭს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა