ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

„რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ლიდერი და წევრები, რომლებმაც ბელგოროდზე თავდასხმა განახორციელეს, საერთაშორისო მედიას შეხვდნენ

ნახვები: 626 „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ლიდერი და წევრები, რომლებმაც ბელგოროდზე თავდასხმა განახორციელეს, საერთაშორისო მედიას შეხვდნენ

სულ ცოტა მოთმინება იქონიეთ, რამდენიმე დღე დაიცადეთ და რუსეთის ტერიტორიაზე ისევ გვიხილავთ, – ამის შესახებ „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ლიდერმა, „უაით რექსის“ სახელით ცნობილმა დენის კაპუსტინმა განაცხადა. „მოხალისეთა კორპუსის“ ლიდერმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს რუსეთის საზღვართან, უკრაინის ტერიტორიაზე უპასუხა.

მისი თქმით, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ ოპერაციის გაფართოებას აპირებს. ამასთან, მას სამომავლო მოქმედების დეტალებზე არ უსაუბრია.

შეკითხვაზე, ჰქონდათ თუ არა მათ ბელგოროდზე თავდასხმისას ამერიკული ტანკები, კაპუსტინმა უპასუხა, რომ კარგი იქნებოდა, მათ ამერიკული ტანკები ჰქონოდათ, თუმცა, მისივე თქმით, სამწუხაროდ, ასე არ არის.

კაპუსტინმა განაცხადა, რომ „მოხალისეთა კორპუსი“ რუსებისგან შედგება. ამასთან, მისი თქმით, რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებების შესახებ გადაწყვეტილებებს ისინი დამოუკიდებლად იღებენ. რაც შეეხება უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედებებს, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ლიდერის თქმით, ისინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციაში არიან და საჭიროების შემთხვევაში ეხმარებიან მათ.

„რუსეთის თავისუფლების ლეგიონისა“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ წევრებმა მედიასთან შეხვედრა ერთობლივად გამართეს და ჟურნალისტებს წარუდგინეს ბელგოროდის ოლქში შეჭრისას ხელში ჩაგდებული ტექნიკა, კერძოდ, ჯავშანტრანსპორტიორი, ასევე განაცხადეს, რომ ჰყავთ ერთი ტყვე. ასევე, თქვეს, რომ მათ რიგებში არიან დაჭრილები.

შეგახსენებთ, ორშაბათს ბელგოროდის ოლქის ხელისუფლებამ უკრაინიდან გრაივორონის რაიონში „დივერსიული-სადაზვერვო ჯგუფების“ შეღწევის შესახებ განაცხადა. ხელისუფლებამ ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოაცხადა. რუსეთის ოლქზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღეს ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლებამ“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“.

გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა პროუკრაინელი მებრძოლები განდევნეს, ათობით „დივერსანტი“ გაანადგურეს. უკრაინის ხელისუფლება ბელგოროდში არსებულ ვითარებასთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ოლქზე თავდასხმაში რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი ფორმირებები მონაწილეობდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა