ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

პაველ ჰერჩინსკი - ვიცე-პრემიერმა გადმოგვცა არგუმენტები, რომ არცერთი სანქცირებული ავიახაზები გამოყენებული არ იქნება, თუმცა, სამწუხაროდ, აქ პოლიტიკურად უფრო მნიშვნელოვანი მომენტი გვეკარგება

ნახვები: 591 პაველ ჰერჩინსკი - ვიცე-პრემიერმა გადმოგვცა არგუმენტები, რომ არცერთი სანქცირებული ავიახაზები გამოყენებული არ იქნება, თუმცა, სამწუხაროდ, აქ პოლიტიკურად უფრო მნიშვნელოვანი მომენტი გვეკარგება

ვიცე-პრემიერმა გადმოგვცა არგუმენტები, რაც ჩვენ უკვე მოსმენილი გვქონდა საქართველოს მთავრობისგან – უზრუნველყოფენ, რომ არცერთი სანქცირებული ავიახაზები და არც დასავლეთში წარმოებული თვითმფრინავი გამოყენებული არ იქნება, თუმცა, სამწუხაროდ, აქ პოლიტიკურად უფრო მნიშვნელოვანი მომენტი გვეკარგება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მინდა, შეგახსენოთ, რომ ევროკავშირმა კოლექტიურად გადაწყვიტა, აეკრძალა ყველანაირი ფრენები რუსეთიდან და რუსეთში, ყველა სახის რუსული თვითმფრინავის ევროკავშირის ტერიტორიაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია 27-ვე წევრი სახელმწიფოსა და სხვა პარტნიორი ქვეყნების მიერ, რათა ზეწოლა განახორციელონ რუსეთზე და შეცვალონ მისი ქცევა უკრაინის მიმართ“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ჰერჩინსკის თქმით, ის საქმის კურსში არ არის, მიმდინარეობს თუ არა რაიმე დისკუსია საქართველოსთვის სანქციების შესაძლო დაწესების საკითხზე.

„მე საქმის კურსში არ ვარ ევროკავშირში მიმდინარე რაიმე დისკუსიის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობისთვის რაიმე სანქციების დაწესებას ეხება“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა