ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

კახა კალაძე - მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანმა გამოიყენოს საერთაშორისო პლატფორმები იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს

ნახვები: 590 კახა კალაძე - მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანმა გამოიყენოს საერთაშორისო პლატფორმები იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანმა საერთაშორისო პლატფორმები გამოიყენოს იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

კალაძის თქმით, საქართველო ყველა მიმართულებით უსწრებს იმ ქვეყნებს, რომლებსაც ეს სტატუსი მიენიჭათ.

„ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა გამოიყენოს საერთაშორისო პლატფორმები, რომლებიც სხვადასხვა სახით არის წარმოდგენილი. პრემიერ-მინისტრი დადის და აკეთებს განცხადებებს, ჩვენს ევროპულ მომავალზე საუბრობს. ყველამ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს. გულწრფელად ვამბობ, თუ ვინმე იმსახურებდა აღნიშნული სტატუსის მიღებას, ეს იყო ჩვენი ქვეყანა, რადგან ყველანაირი თვალსაზრისით წინ ვართ ყველა იმ ქვეყანაზე, ვისაც აღნიშნული სტატუსი მიენიჭა. დაგვიწესეს 12-პუნქტიანი გეგმა? კი ბატონო, ვასრულებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შეფასებისას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა