ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

კურორტ გოდერძიზე ქეიფობდა - თორნიკე რიჟვაძის პირველი კომენტარი და ხუმრობა სააკაშვილზე

ნახვები: 591 კურორტ გოდერძიზე ქეიფობდა - თორნიკე რიჟვაძის პირველი კომენტარი და ხუმრობა სააკაშვილზე

ქეიფობდნენ კურორტ გოდერძიზე - ასე გამოეხმაურა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას.

მისივე თქმით, არსებული "ეიფორია" მალე გადაივლის და "ხალხი სახელმწიფოს აბუჩად აგდებას საკადრის პასუხს გასცემს".

"ქეიფობდნენ კურორტ გოდერძიზე, მოუვიდათ ცოტა მეტი ქეიფი და დღეს ითხოვეს, გვაცადეთ, იქნებ ცოტა მოგვიანებით ჩაგბარდეთო. ეს ხუმრობით, მაგრამ რაც შეეხება ამ საკითხის ასეთ აჟიოტაჟს, ეიფორიას, მერწმუნეთ, რომ ეს რამდენიმე საათიანი ეიფორია გადაივლის და ხალხი საკადრის პასუხს გასცემს ქართული სახელმწიფოს, საზოგადოების, მათ შორის, მათი ამომრჩევლის ასე აბუჩად აგდებას", - თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა