ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

რატი ბრეგაძე - საქართველო არავის ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში, ეს გამორიცხულია და არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა

ნახვები: 593 რატი ბრეგაძე - საქართველო არავის ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში, ეს გამორიცხულია და არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთმა გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო. მისივე თქმით, ამაში ქართული მხარე ცუდს ვერ ხედავს, რადგან ფრენების აღდგენით საქართველოს მოქალაქე დაზოგავს ფინანსურ რესურსებს, დროს.

„ფრენების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის ფედერაციამ და თუ საუბარია რაიმე მოტივზე, შეგიძლიათ, მათ ჰკითხოთ. საქართველოს მოქალაქეს საქართველოში ჩამოსვლა როცა გაუმარტივდება, ის დაზოგავს ფინანსურ რესურსებს, დროს. ამაში ჩვენ ცუდს ვერ ვხედავთ. სხვა რაიმე სახის კონტექსტი, ჩვენი მხრიდან, არ არსებობს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს და სანქციების გვერდის ავლაში არავის ეხმარება.

„საქართველო არავის ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში. არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა. გამორიცხულია, საქართველო ეხმარებოდეს, პირიქით, ბევრჯერ გამოჩნდა, რომ საქართველო არა თუ ვინმეს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში, არამედ ეხმარება აღსრულებაში. ეს ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებს დახვდა და ცალმხრივად აღუდგინეს უვიზო რეჟიმი“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა