რომან გოცირიძე - ოკუპირებულ აფხაზეთში „ოცნების“ მთავრობის ნებართვით ჯერჯერობით უცნობი ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა მას მოსალოდნელი სანქციებისგან არ ათავისუფლებს
გოჩა მირცხულავა - ვინმეს მართლა სჯერა, რომ ასეთი მასშტაბის საწვავის შეტანა აფხაზეთში ხელისუფლების თანხმობის ან სულაც მისი დავალების გარეშე მოხდებოდა?
მამუკა გამყრელიძე - ბატონმა პრემიერმა ან საქართველოს ისტორია არ იცის ან სულელები ვგონივართ და ბანალურად გვატყუებს
ADF neutralizes 111 of 133 Russian drones used to attack Ukraine overnight
Russian army loses another 1,310 troops in war against Ukraine
Lubinets to propose working group to new defense minister to reform Ukraine's mobilization system
Zelensky says Russia can and must end war after Ukrainian operation in Novorossiysk
Zelensky, Pashinyan discuss priority areas for Ukraine-Armenia cooperation

რა გვაჩვენა თვითმმართველობის არჩევნებმა

ნახვები: 1320 რა გვაჩვენა თვითმმართველობის არჩევნებმა

რა გვაჩვენა თვითმმართველობის არჩევნებმა - არჩევანი „ილუზიურ ოცნებასა" და „ილუზიურ იმედს" შორის
1. ოცნების ელექტორალური მხარდაჭერა (ფორმებს თავი დავანებოთ) იგივეა რაც იყო 2020 წელს. მათთვის სამწუხაროდ, მმართველ პარტიას საკუთარი პოლიტიკური რენომეს გასაკეთილშობილებლად ბევრი არაფერი გაუკეთებია და გახარიას მიერ წაღებული ხმების დასაბალანსებლად ბევრად მეტი რესურსი დასჭირდა, ვიდრე მომხრეთა ხმების შესანარჩუნებლად;
„ოცნებაში" ვერ ხვდებიან, რომ მათ ხალხი კობახიძე-მდინარაძის ვარცხნილობის სტილზე კი არ ედავება, არამედ: ა) გაურკვეველ საგარეო პოლიტიკურ კურსზე; ბ) კორუფციაზე; გ) სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე; დ) კონფორმისტობაზე; ე) ორმაგ სტანდარტზე; ვ) სამართლიანობაზე; ზ) უფლებებზე... თუ ერთი სიტყვით ვიტყვი - უპერსპექტივობის განცდაზე.
2. „ნაციონალური მოძრაობის" შემთხვევაშიც მონაცემები თითქმის იგივეა, რაც 2020 წელს. ეს ძალიან დამაფიქრებელი უნდა იყოს მთავარი ოპოზიციური პარტიისთვის. მათ მიმართ ნდობის დეფიციტი კვლავ მაღალია, რაც ნიშნავს, რომ განვლილი 9 წლის განმავლობაში პარტიამ ვერ შეძლო ამომრჩევლის თითქმის 80%-ში პოზიტიური განცდებისა და ემოციების გაღვივება.
შესაბამისად, დღევანდელი და სამომავლო ელექტორალური მხარდაჭერა მათთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, თუნდაც 60,65%-იანი მხარდაჭერისასაც კი, ეს ამომრჩევლისთვის კონიუქტურული არჩევანი იქნება, ხოლო, „ნაცმოძრაობისთვის" უდიდესი ტვირთი. სამომავლოდ ამომრჩეველი არც ერთ 9 წელს არ მოითმენს და მათ ნებისმიერ შეცდომაზე იქნება მყისიერი და დაუნდობელი რეაგირება.
3. „საქართველოსთვის" - გახარიამ ქართველ პოლიტიკოსებს მათ შორის „ოცნებასაც" და „ნაცებსაც" ანახა - სწორი პოლიტიკური ტექნოლოგიებით უმოკლეს დროშიც არის შესაძლებელი შედეგის დადება. მეორე ტურებში გახარიას ფაქტორი უმნიშვნელოვანესია. მე მის ადგილას დივერსიფიცირებული მხარდაჭერის მომხრე ვიქნებოდი - და არავითარ შემთხვევაში თავისუფალი ნების. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ის სჭირდებათ.
გახარიას ერთადერთი და ყველაზე მთავარი შეცდომა იყო „სცენა". მას სცენაზე ჰყავდა საკმაოდ ბევრი ისეთი ადამიანი, რომელთა ბექებში ყოფნა უფრო მიზანშეწონილი იყო, ვიდრე მათი გასპიკერება.
4. სხვა დანარჩენი - „ლელოს" და „გირჩი-მეტი თავისუფლების" მიღმა ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი უნდა გავიდეს პენსიაზე და/ან შეერწყან სხვა ოპოპარტიებს.
მესმის, ეს საკმაოდ რთული გადასაწყვეტია პიროვნული თავსებადობის დონეზე, თუმცა კონკურენტული გარემოს სრულფასოვანი ფორმირებისთვის იდეალური იქნებოდა იმავე „ლელოს", „გირჩი- მეტი თავისუფლებისა" და გახარიას გაერთიანება. ვიმეორებ - მესმის, რომ რთულია ერთად ხაზარაძის და გახარიას წარმოდგენა, ან გახარიასი და ჯაფარასი, მაგრამ მე ვსაუბრობ პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე და არა პერსონალურ მიმღებლობაზე. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი - ვადამდელი თუ მორიგი - არჩევნებისთვის ჩვენ აუცილებლად გვექნება ჯანსაღი და კონკურენტული კოალიცია, როდესაც ერთი - დიდი, ვერ გადაყლაპავს პატარებს და იქნება ძალთა მნიშვნელოვანი ბალანსი.
5. მთლიანობაში ჩვენ გვაქვს სურათი, როდესაც თვალნათელია ამომრჩევლების ინერტულობა პოლიტიკური პროცესის მიმართ, რაც უკვე წლებია ამომრჩევლის 22-25%-ის მიერ არჩეულ პოლიტიკურ ძალებს აძლევს ხალხის სახელით მოქმედების საშუალებას და დანარჩენ მოსახლეობაზე პოლიტიკური დიქტატის განხორციელების უფლებას. ის, რომ ჯამში ოპოზიციამ მიიღო მეტი ხმა არის თავის დამშვიდება, რადგან ყველამ კარგად იცის - „ოცნება" 2%-იანი სატელიტებითა და გაუნაწილებელი ხმებით 51%-ზე მეტს კრეფს.
6. ყველაზე ცუდი რაც ამ არჩევნებს ახლდა თან ტრადიციულად იყო ის, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას მოსახლეობისთვის - ამომრჩევლისთვის არ წარუდგენია იდეა, პროგრამა და არჩევანი არ გაკეთებულა ამ პროგრამებს შორის. შესაბამისად ეს იყო ღირებულებების არჩევნები - „ილუზიურ ოცნებებსა" და „ილუზიურ იმედს" შორს. ჯამებს თავი დავანებოთ - ცხადია, რომ დღეს საქართველოს პასუხისმგებლობიანი ამომრჩევლის უმეტესობას (რატომ მნიშვნელობა არ აქვს ამჯერად) კვლავ „ილუზიურ ოცნებებში" სურს ცხოვრება. თუმცა ისიც ცხადია, რომ ეს „ილუზიური ოცნება" მალე „ილუზიური იმედებით" შეიცვლება. და რაღა დაგიმალოთ ესეც შეცდომაა. წარსული ცხრა წლის სტაგნაცია შინაგანად, ემოციებითა და განცდებით იმის იქეთ მყოფი აღმშენებლობის ცხრა წლით ვერ დამარცხდება. ასე რომ იყოს, ყოველი დაცემას აღმაშენებლის და თამარის ეპოქა უნდა მოჰყოლოდა. ერთადერთი რამაც შესაძლოა გაგვამარჯვებინოს „მომავლის რწმენაა" და არა თუნდაც „მომავლის ილუზია".
გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა