თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გიორგი ბაჩიაშვილი - მე ვიქნები საქართველოში და შეიძლება მსოფლიო ისტორიაში პირველი, რომელიც გვირაბში მანქანის გაჭედვის გამო მიეცა პასუხისგებაში

ნახვები: 470 გიორგი ბაჩიაშვილი - მე ვიქნები საქართველოში და შეიძლება მსოფლიო ისტორიაში პირველი, რომელიც გვირაბში მანქანის გაჭედვის გამო მიეცა პასუხისგებაში

თავს დამნაშავედ არ ვთვლი. მე ვიქნები საქართველოში და შეიძლება მსოფლიო ისტორიაში პირველი, რომელიც გვირაბში მანქანის გაჭედვის გამო მიეცა პასუხისგებაში, - ამის შესახებ „მტკვარი ჰესის“ მშენებლობის საქმეზე ბრალდებულმა, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

აღნიშნულ საქმეზე დღეს არსებითი განხილვა დაიწყო, სადაც მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგნენ.

დაცვის მხარის, ადვოკატ ლევან მახარაშვილის განმარტებით, „მტკვარი ჰესის“ მშენებლობა წლების წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვერ დასრულდა და გახანგრძლივდა ობიექტური მიზეზების გამო - ეს იყო „კოვიდ“ პანდემია და მეწყრული პროცესები, რის გამოც გვირაბში საბურღი მანქანა გაიჭედა“.

თავად გიორგი ბაჩიაშვილის განმარტებით, კი მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას დანაშაულთან არანაირი კავშირი არ აქვს და პროექტის გახანგრძლივება გამოიწვია მეწყრულმა პროცესებმა. მისივე თქმით, „მტკვარი ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით საინჟინრო ზედამხედველობა ხორციელდებოდა გარე კომპანიის მიერ და ყველა მოქმედება, ყველა ნახაზი, გეოლოგიური დასკვნა განხილული იყო ზედამხედველის მიერ.

„ბრალდება არ შეესაბამება დანაშაულს, რასაც მედავებიან. თავს დამნაშავედ არ ვთვლი. მე ვიქნები საქართველოში და შეიძლება მსოფლიო ისტორიაში პირველი, რომელიც გვირაბში მანქანის გაჭედვის გამო მიეცა პასუხისგებაში“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია. მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჯილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა