ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - დასავლეთი უკრაინას თუ არ დაეხმარება, ევროპას უფრო დიდი საფრთხე დაემუქრება და საქართველო, მოლდოვა და სხვა ქვეყნები დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდებიან

ნახვები: 592 იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - დასავლეთი უკრაინას თუ არ დაეხმარება, ევროპას უფრო დიდი საფრთხე დაემუქრება და საქართველო, მოლდოვა და სხვა ქვეყნები დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდებიან

დასავლეთი უკრაინას თუ არ დაეხმარება, ევროპას უფრო დიდი საფრთხე დაემუქრება და საქართველო, მოლდოვა და სხვა ქვეყნები დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდებიან, – ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ვაშინგტონში, ენტონი ბლინკენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იტალიელ დიპლომატს უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის შესახებ დაუსვეს კითხვა.

„კონტრშეტევას რაც შეეხება, ვიმედოვნებ, ის დაეხმარება მშვიდობისკენ ნაბიჯის გადადგმაში, რადგან ჩვენ, ყველას, გვინდა მშვიდობა. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, რადგან მშვიდობა გვსურს. უკრაინას თუ არ დავეხმარებით, ევროპას უფრო დიდი საფრთხე დაემუქრება და საქართველო, მოლდოვა და მრავალი სხვა ქვეყანა დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდებიან. შესაბამისად, ჩვენ ამას ვაკეთებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად. ჩვენ გვინდა მშვიდობა. ეს კონტრშეტევა ხელს თუ შეუწყობს უკრაინიდან რუსების გაძევებას, ეს უკრაინას თავისუფლებას დაუბრუნებს“, – განაცხადა ანტონიო ტაიანიმ.

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივას რაც შეეხება, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ამ გზაზე პირველი ნაბიჯი, შესაძლოა, გახდეს ნატო-სა და უკრაინის საბჭოს შექმნა, რომლის ფარგლებშიც მოხდება ინფორმაციის გაცვლა ალიანსის დონეზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა