მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

თინა ბოკუჩავა უმრავლესობას - ვენეციის კომისიის დასკვნა არის უკიდურესად მძიმე და პირდაპირ მოგიწოდებთ, არ მიიღოთ დეოლიგარქიზაციის კანონი

ნახვები: 603 თინა ბოკუჩავა უმრავლესობას - ვენეციის კომისიის დასკვნა არის უკიდურესად მძიმე და პირდაპირ მოგიწოდებთ, არ მიიღოთ დეოლიგარქიზაციის კანონი

დღეს რუსული ოცნება ევროპელ ქართველ ხალხს ართმევს ევროპულ მომავალს, – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური ნაბიჯების გამო საქართველომ, შესაძლოა, დაკარგოს შესაძლებლობა, მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

ის, ასევე შეეხო ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც დეოლიგარქიზაციის კანონს უკავშირდება.

„ეს დასკვნა არის უკიდურესად მძიმე. ვენეციის კომისია პირდაპირ მოგიწოდებთ, არ მიიღოთ ეს კანონი. მოწოდება არის ძალიან მარტივი და პირდაპირი – არ უნდა მიიღოთ ეს კანონი, რადგან ის ვერ აკმაყოფილებს ევროპულ კანონმდებლობას, ვერ მოახდენს დეოლიგარქიზაციას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, ეს ვერ ჩაითვლება 12 პუნქტის შესრულებად და ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა