ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

გიული ალასანია - სააკაშვილთან პოლიტიკაზე არ მისაუბრია, მე თვითონ ვარიდებ ამ თემას თავს

ნახვები: 591 გიული ალასანია - სააკაშვილთან პოლიტიკაზე არ მისაუბრია, მე თვითონ ვარიდებ ამ თემას თავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის გაუმჯობესებული, რადგან მას აქვს ტემპერატურა და წნევა. ამის შესახებ ალასანიამ კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილთან პოლიტიკის შესახებ არ უსაუბრია.

„მე თვითონ ვარიდებ ამ თემას თავს, არ მინდა ამ თემაზე საუბარი, რათა დამატებით ნერვები არ ავუშალო. მისი ჯანმრთელობა უფრო მაინტერესებს ხოლმე. სიცხე გუშინ ჰქონდა 38 გრადუსამდე, წნევა 140/100-ზე. გამოჯანმრთელებამდე შორს ვართ. კვებას რაც შეეხება, ხორცს ვერ ჭამს, ცხიმიანს ვერ ჭამს. რაღაც ცოტ-ცოტას ახერხებს. მე ვერ ვხედავ ცვლილებას. სიცხე ისევ 38-მდე აქვს, წნევა 140/100-ზე, რანაირად არის მისი ჯანმრთელობა გაუმჯობესებული“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა