ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

"ოცნება" ივანიშვილზე გადაღებულ ფილმს "სამარცხვინოს" უწოდებს

ნახვები: 597 "ოცნება" ივანიშვილზე გადაღებულ ფილმს "სამარცხვინოს" უწოდებს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარისთვის კინოცენტრში არსებული პროტესტის გაუგებარია. ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ადგილი სუბიექტურ ინტერესებს აქვს. 

რაღაც ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი, მე ასე მგონია, კინოცენტრის გარშემო. ეჭვი გამიჩნდა, რაიმე კლანი ხომ არ იყო იქ ჩამოყალიბებული თავის დროზე. არ ვიცი მე არ არის ამ პროტესტის მიზეზი. შეიძლება იყოს სუბიექტური ინტერესები და ა.შ. მაგრამ როდესაც არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ქართული კინოს ინტერესების წინააღმდეგ და უბრალოდ, რაღაცა სახელების და გვარების გამო გამოთქვამ პროტესტს, ეს თავითავად მიანიშნებს იმაზე, რომ შეიძლება სუბიექტური ინტერესები არსებობდეს, - ამბოლბს კობახიძე.

ირაკლი კობახიძე ასევე სალომე ჯაშის ფილმს "მოთვინიერებას", რომელიც ბიძნა ივანიშვილის ხეების მნიმართ სიყვარულზეა გადაღებული, სამარცხვინოს უწოდებს. 

სამარცხვინო ფილმია, რაც გადაიღო კინოცენტრის დაფინანსებით კონკრეტულმა რეჟისრომა. რეალურად, ბიძნა ივანიშვილმა ჩადო თავისი ფული, კონკრეტული ინვესტიცია იმ პარტიის მოწყობაში, რომელიც დარჩება მომავალ თაობებს. ეს არის უნიკალური დენდროლოგიური პარკი, რომლის ანალოგი არ არსებობს და როცა აბსურდს აფინანსებ, ამას ვერ ექნება ვერანაირი ახსნა და ვერანაირი გამართლება, - ამბობს კობახიძე. 

ცნობისთის, სალომე ჯაშის ფილმი "მოთვინიერება" ბიძინა ივანიშვილის მიერ გაშენებულ ბაღზეა, სადაც ხეები საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა ადგილიდან არის გადარგული. ფილმი კინოცენტრის დაფინანსებით გადაიღეს და სამი ქვეყნის – შვეიცარიის, გერმანიისა და საქართველოს ერთობრივი პროდუქციაა. 

აღნიშნულ ფილმს კულტურის მინისტრიც აკრიტიკებდა, თეა წულუკიანს არ მსწონდა, რომ ფილმში დენდროლოგიური პარკი ივანიშვილის პირად ბარად იყო წარმოჩენილი. 

tvpirveli.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა