მიხეილ სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“
ზუგდიდში, მამაკაცის მიერ მეზობლის მკვლელობის, შემდეგ კი თვითმკვლელობის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებ
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes

ნატო მზადაა, იმოქმედოს კოსოვოში მშვიდობის დასამყარებლად

20.06.2023 ნახვები: 618

ნატო მზადაა, იმოქმედოს კოსოვოში მშვიდობის დასამყარებლად, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მედიის ცნობით, ნატო-ს ძალები კოსოვოში მზად არიან, გაუმკლავდნენ ნებისმიერ ძალადობრივ სიტუაციას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მშვიდობას.

„ჩვენ ვგეგმავთ ნებისმიერი სახის გარემოებებთან გამკლავებას, სწორედ ამიტომ, მივიღეთ დამატებითი ძალები. ჩვენ არ ვრეაგირებთ – ჩვენ ვმოქმედებთ“, – განაცხადა ნატო-ს ჯარების მეთაურმა.

ნატო-ს ჯარების მეთაურის, ანჯელო მიქელე რისტუჩიას ცნობით, ბოლო დღეებში შედარებით სიმშვიდის მიუხედავად, ვითარება ძალიან დაძაბულია.

„ამ ეტაპზე, არ არსებობს სამხედრო გადაწყვეტა, რადგან ამ სიტუაციის მოგვარების ერთადერთი გზა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც დაფუძნებულია ორივე მხარის ნებაზე ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, მაგრამ პირველ რიგში, ეს არის დეესკალაცია“, – აღნიშნა რისტუჩიამ.

კოსოვოს ჩრდილოეთში, რომელიც ძირითადად ეთნიკური სერბებით არის დასახლებული, უმძიმესი დაძაბულობაა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა 2008 წელს. ვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც კოსოვოს ჩრდილოეთით ჩატარებულ არჩევნებში ეთნიკურად ალბანელმა კანდიდატებმა დაიკავეს თანამდებობები და სერბებმა, რომლებიც რეგიონში უმრავლესობას შეადგენენ, ბოიკოტი გამოუცხადეს კენჭისყრას.

სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა გასულ კვირას, როდესაც სერბეთმა სადავო გარემოებაში, სასაზღვრო ზონაში დააკავა სამი კოსოვოელი პოლიციელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა