ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ირაკლი ღარიბაშვილი - ბრიუსელში ვიზიტებისას ჩვენს მეგობრებს ვუთხარი, რომ მოცემულ ვითარებაში საქართველოს გამოყოფა იქნება დასავლეთის სტრატეგიული შეცდომა

ნახვები: 592 ირაკლი ღარიბაშვილი - ბრიუსელში ვიზიტებისას ჩვენს მეგობრებს ვუთხარი, რომ მოცემულ ვითარებაში საქართველოს გამოყოფა იქნება დასავლეთის სტრატეგიული შეცდომა

ბრიუსელში ვიზიტებისას ჩვენს მეგობრებს ვუთხარი, რომ მოცემულ ვითარებაში, იმ სიტუაციაში, რაშიც ჩვენ, ყველანი ვიმყოფებით, საქართველოს გამოყოფა იქნება დასავლეთის სტრატეგიული შეცდომა და ეს არ შედის არც დასავლეთის და არც ჩვენს ინტერესებში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, ბრიუსელში ვიზიტებისას პარტნიორებს გააცნო საქართველოს პროგრესი 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ.

„რამდენიმე დღის წინ ვიყავი ბრიუსელში, მქონდა მაღალი დონის შეხვედრები პრეზიდენტ მიშელთან, მის კაბინეტთან. ასევე, შევხვდი კომისარ ვარჰეის და მქონდა ვრცელი საუბარი, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი უნდა გვქონდეს. ვიზიტებისას დეტალურად ავუხსენი მეგობრებს, რა ნაბიჯები გადაიდგა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, სრული რაპორტი არის მიწოდებული ევროკომისიისთვის. მიმაჩნია, რომ უნდა დაველოდოთ მშვიდად გადაწყვეტილებას. მათ ვუთხარი, რომ მოცემულ ვითარებაში, იმ სიტუაციაში, რაშიც ჩვენ, ყველანი ვიმყოფებით, მსოფლიო, ზოგადად ევროპაში რაც ხდება, უკრაინაში ეს დამანგრეველი ომი, ამან სრულად შეცვალა წესრიგი. მე მათ ვუთხარი, რომ ასეთ ვითარებაში, საქართველოს გამოყოფა იქნება დასავლეთის სტრატეგიული შეცდომა და ეს არ შედის არც დასავლეთის და არც ჩვენს ინტერესებში.  ასევე, მკაფიოდ ვუთხარი ჩვენ მეგობრებს, რომ ჩვენი სურვილი თუ არის პოლარიზაციის დასრულება, აუცილებლად უნდა მოგვანიჭონ სტატუსი. ეს არის ერთ-ერთი სპეკულაციის საგანი და წყარო. თუ ქვეყანა მიიღებს სტატუსს, ეს გაანახევრებს პოლარიზაციის ხარისხს. დაველოდოთ რაპორტს. ეს არ იქნება საჯარო, მაგრამ ალბათ ინფორმაცია გახდება მაინც ხელმისაწვდომი. მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, – განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა