ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა დეპუტატებს, დაკანონდეს სამედიცინო კანაფი, რათა დაეხმარონ უკრაინელებს, დაძლიონ ომის ტკივილი, სტრესი და ტრავმა

ნახვები: 599 ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა დეპუტატებს, დაკანონდეს სამედიცინო კანაფი, რათა დაეხმარონ უკრაინელებს, დაძლიონ ომის ტკივილი, სტრესი და ტრავმა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა დეპუტატებს, დააკანონონ სამედიცინო კანაფი, რათა დაეხმარონ უკრაინელებს, დაძლიონ ომის ტკივილი, სტრესი და ტრავმა.

„ყველა საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკა, გადაწყვეტილებები, რაც არ უნდა რთული ან უჩვეულო იყოს, უნდა იქნას გამოყენებული უკრაინაში, რათა უკრაინის ყველა მოქალაქეს არ მოუწიოს ომის ტკივილის, სტრესის და ტრავმის ატანა, კერძოდ, ჩვენ საბოლოოდ უნდა დავაკანონოთ კანაფის შემცველი მედიკამენტები ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აუცილებელია უკრაინაში გონებრივი და ფიზიკური რეაბილიტაციის ინდუსტრიის განვითარება, როგორც სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობის, ასევე შესაბამისი პერსონალის მომზადების კუთხით.

მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც არეგულირებს კანაფის მცენარეების გამოყენებას უკრაინაში სამედიცინო, სამრეწველო და სამეცნიერო მიზნებისთვის. ჯანდაცვის მინისტრის, ვიქტორ ლიაშკოს თქმით, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო საფუძველი უკრაინაში კანაფის შემცველი პრეპარატების წარმოების სრული ციკლის უზრუნველსაყოფად, გაშენებიდან და გადამუშავებიდან სრულ წარმოებამდე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა