ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ოლაფ შოლცი - რუსეთში წარუმატებელმა ამბოხმა დაასუსტა ვლადიმერ პუტინი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგები გაურკვეველია

ნახვები: 614 ოლაფ შოლცი - რუსეთში წარუმატებელმა ამბოხმა დაასუსტა ვლადიმერ პუტინი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგები გაურკვეველია

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ რუსეთში წარუმატებელმა ამბოხმა დაასუსტა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგები გაურკვეველია. ამის შესახებ მან გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელ ARD-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს აჩვენებს, რომ არის ბზარები ავტოკრატიულ სტრუქტურებში და რომ ის არავითარ შემთხვევაში არ ზის ისე მყარად სავარძელში. მე ვთვლი, რომ ის დასუსტებულია“, – აღნიშნა შოლცმა.

კანცლერმა განაცხადა, რომ რუსეთში ვითარება კვლავ დაძაბულია და გერმანია სიფრთხილით იმოქმედებს.

„რუსეთი ბირთვული ძალაა, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ, როდესაც სახიფათო სიტუაციები წარმოიქმნება და ეს სახიფათო სიტუაციაა“, – განაცხადა შოლცმა.

კანცლერმა ასევე თქვა, რომ გერმანია მხარს უჭერს უკრაინას, რათა მან შეძლოს საკუთარი თავის დაცვა და აღნიშნა, რომ „უკრაინის მხარდაჭერის მიზანი არ არის რუსეთში რეჟიმის შეცვლა“.

კითხვაზე, რამდენ ხანს შეუძლია პუტინს ხელისუფლებაში დარჩენა „ვაგნერის“ აჯანყების შემდეგ, კანცლერმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

„არ მინდა, რაიმე სახის სპეკულაციაში ჩავერთო, განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ხანს იქნება პუტინი ხელისუფლებაში. ეს შეიძლება, იყოს ხანგრძლივი, შეიძლება ხანმოკლე, ჩვენ არ ვიცით“, – განაცხადა მან.

შოლცმა დასძინა, რომ კრემლში ხელმძღვანელობის შეცვლა, შეიძლება, არ იყოს საუკეთესო ვარიანტი. „ჩვენ არ ვიცით, ვინ მოვა პუტინის შემდეგ, უკეთესი თუ უარესი“, – დასძინა შოლცმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა