ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ირაკლი ზარქუა არმაზ ახვლედიანს - ცალმხრივი სიყვარულის და პატივისცემის მე არ მჯერა - ბევრჯერ ვცადეთ, მაგრამ უარესი მივიღეთ

ნახვები: 600 ირაკლი ზარქუა არმაზ ახვლედიანს - ცალმხრივი სიყვარულის და პატივისცემის მე არ მჯერა - ბევრჯერ ვცადეთ, მაგრამ უარესი მივიღეთ

ცალმხრივი სიყვარულის და პატივისცემის არ მჯერა, ჩვენ ეს ვცადეთ ბევრჯერ, მაგრამ უარესი მივიღეთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც ოპოზიციონერ დეპუტატ არმაზ ახვლედიანს უპასუხა, რომელმაც პრემიერ-მინისტრს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „რატომ ვერ ახერხებთ, რომ პირადად თქვენ - მეორე ჯერზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ყველასთვის შემწყნარებლობის და მიმტევებლობის მაგალითი გახდეთ - არ შეიძლება, ყოველთვის მტერს ხედავდე და თუ ხედავ მტერს, სცადე, რომ მოყვარედ აქციო”.

ირაკლი ზარქუამ მოუწოდა არმაზ ახვლედიანს, მოისმინოს მისი კოლეგების აგრესიული გამოსვლები პარლამენტში და შემდეგ შეაფასოს უმრავლესობის წევრების პასუხები.

„ბატონო არმაზ, იქნებ ბოლომდე დარჩეთ და მოუსმინოთ კოლეგებს, როგორი გამოსვლები ექნებათ, რა აგრესია და შესაბამისად, იქნება შემდეგ პასუხიც უმრავლესობიდან. ცალმხრივი სიყვარულის და პატივისცემის მე არ მჯერა. ჩვენ ეს ვცადეთ ბევრჯერ, მაგრამ უარესი მივიღეთ და ამიტომ გეუბნებით. დეპოლარიზაცია გვინდოდა და ნულ პროცენტიანი ბარიერი გავაკეთეთ, მაგრამ უარესი მივიღეთ და ამიტომ გეუბნებით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. ახლა გთხოვთ, არ დატოვოთ დარბაზი და მოუსმინეთ თქვენს კოლეგებს ოპოზიციიდან“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა