პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ჯეი დი ვენსი - ჯერ კიდევ გასარკვევია, მოაწერს თუ არა ხელს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან მიღწეულ წინასწარ შეთანხმებას
პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატი - თავის ძლიერი ტკივილები ჰქონდა და სახლში წაუვიდა გული, რის შემდეგადაც გადაიყვანეს კლინიკაში
პაპუნა ლოცულაშვილის ძმა - ძალიან ცუდადაა, დასტრესილია, ისეთი სიტყვებით მიმართავდნენ, ყველაფერზე შეეხნენ, რაც შეიძლება ვაჟკაცს დაუშავო, ფიზიკურადაც, მორალურადაც - ერთი, რაც მაინტერესებს: ჩემს ძმას მოუხსნან ბრალეულობა
ადვოკატი - პოლიციელები პაპუნა ლოცულაშვილს აგინებდნენ, რადგან თქვა: „კინაღამ გადამიარეთო“, ამის გამო სცემეს!
გოჩა მირცხულავა - თქვენ კი ვამპირ ღამურებს დაემსგავსეთ, რომლებიც საკუთარი საზოგადოების სისხლით იკვებებიან
კაია კალასი - ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის, რომ რუსული ჯარები საქართველოსა და მოლდოვაში არ იყვნენ
პროკურატურამ გორში პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 სამართალდამცავი დააკავა

საფეხბურთო რბოლა ერთ ადგილზე ანუ ან გამარჯვებები - ან „ქართველობა“, აირჩიე, ერო!

04.07.2023 ნახვები: 3278

საქართველოში სპორტული ზეიმია - საფეხბურთო ახალგაზრდული ნაკრები მშვენიერ შედეგებს გვიჩვენებს, რაც აქაურ გულშემატკივარს ახალ იმედებს უჩენს - აწი ყველაფერი კარგად იქნება, ეს მაგარი თაობაა, გაიზრდება და ჩვენს ფეხბურთსაც ეშველება.

რამდენიც არ უნდა მოვიტყუოთ თავი, ფაქტია - საქართველო არა რაგბის, არამედ ფეხბურთის ქვეყანაა. ქართველებმა რაგბი იმიტომ შეიყვარეს, რომ სასურველი შედეგები ფეხბურთში ვერ დაინახეს და მორაგბეებში მათ წარუმატებლობის ნაწილობრივი კომპენსირების იმედი მისცეს.

აი, სოხუმის და ბიჭვინთის გარეშე დარჩენილებმა ბათუმი და ქობულეთი რომ შევიყვარეთ - დაახლოებით ასე.

რამდენიც არ უნდა მოვიტყუოთ თავი, ცხადია, რომ ეს ერი - ფეხბურთის ერია, გული აუცრუვდება, იტყვის „მორჩა, ტყუილად ნერვებს არ მოვიშლი და ფეხბურთს საერთოდ არ ვუყურებ, აგერაა რაგბი და მისი ჯიგარი“. მაგრამ საკმარისია ფეხბურთელებმა ერთი გოლი მაინც გაიტანონ - მაშინვე ხალხი ისევ უბრუნდება ფეხბურთს, როგორც უიმედოდ შეყვარებული მამაკაცი უბრუნდება თავის პირველ რჩეულს.

საქართველოში ისევ დიდი იმედის ხანა დაიწყო - რომელიც სამწუხაროდ, ისევ იმით დასრულდება, რითაც აქამდე - არაფრით. ქართველებს მოკლე მეხსიერება აქვთ, არ ახსოვთ - რაც უფრო ახალგაზრდულია ჩვენი საფეხბურთო ნაკრები - მით უკეთესად თამაშობს.

მახსოვს 1995 წელს აღტაცებული გულშემატკივარი, რომელიც დიდი იმედით უყურებდა 12 წლიანების ნაკრების საოცარ თამაშს. მას შემდეგ გავიდა 30 წელი, მაგრამ ცრუ იმედების იქეთ საქმე არ წასულა.

გრძელდება ერთი და იგივე სურათი - სანამ პატარები და ახალგაზრდები არიან - წარმატებას წარმატებაზე აღწევენ. როგორც კი გაიზრდებიან - ხდებიან უნიჭო, ზარმაცი, და უსარგებლოები.

რატომ? რაშია საქმე? აქ მრავალი ფაქტორია. ერთ-ერთია ბიოლოგია. ფიზიკური მოწიფულობის თვალსაზრისით, გერმანელი ან ინგლისელი 18 წლის ბიჭი - ბავშვია. მას ტანზე თმებიც კი არა აქვს და წვერიც კი თითქმის არ ეზრდება. სამხრეთელი, მით უმეტეს კავკასიელი, ქართველი ახალგაზრდა 18 წლის ასაკში - უკვე მამაკაცია, 18 წლის ქართველი 18 წლის გერმანელზე ძლიერია ფიზიკურად და უკეთესად თამაშობს მხოლოდ ბუნებრივი მონაცემების და ნიჭის ხარჯზე.

მაგრამ დრო მიდის და ადრე თუ გვიან გერმანელი ქართველს დაეწევა - 23 წლის გერმანელი- უკვე ისეთივე მამაკაცია, როგორც ქართველი. წვერიც აქვს, და ბეწვიც ტანზე, სიმაღლითაც ჯობია და ფიზიკური ძალითაც არ ჩამორჩება. 23 წლის ასაკში ნიჭის და ბუნებრივი მონაცემების ხარჯზე ვერ ითამაშებ.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ზრდასრულ სამყაროში, სადაც ნიჭი - 10%-ა, ხოლო 90% - შრომა, ვარჯიში, მაღალი ორგანიზებულობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი.

23 წლის გერმანელი ფიქრობს მხოლოდ ფეხბურთზე, ვარჯიშობს დაუღალავად, სწავლობს გუნდთან ერთად კოორდინირებულ თამაშს. ის ვითარდება, იზრდება, ვაჟკაცდება, ღვინდება, როგორც ჩვენთან იტყვიან, „მხეცდება“.

23 წლის ქართველი კი აღმოაჩენს, რომ ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ არის ვარჯიშზე და ოფლის დაღვრაზე საინტერესო - ნაშები, ბირჟა, კაი ტიპობა, ღამის კლუბები, წამალი და ქურდული გაგება.

23 წლის ასაკში ქართველს შრომისთვის არ სცალია და ის ცდილობს კვლავ ითამაშოს ნიჭის ხარჯზე. ოღონდ, ის უკვე არაა 19 წლის და მას არა სუსტი და მოუმწიფებელი გერმანელი მოზარდი, არამედ 23 წლის ნადირი უპირისპირდება.

ქართველმა დაკარგა უამრავი დრო, მისი პიროვნული მიღწევის მაქსიმუმია - რუსეთის „კრილია სოვეტოვ-ში თამაში, და ნაკრებში ლიხტენშტეინთან წაგება. გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გაბრაზდება, თითქოს 30 წელი ერთსა და იგივე კინოს არ უყურებდეს, და ისევ გადაერთვება რაგბიზე.

ასე იყო და ვერ ვხედავ მიზეზს, რომ ამჯერად სხვანაირად იყოს.

ქართულ ფეხბურთს ანადგურებს ქართული ცხოვრების წესი. საფეხბურთო გამარჯვებების მხოლოდ ერთი უტყუარი რეცეპტი არსებობს - „ქართველობის“ დაკარგვა, მესამე არჩევანი არ არსებობს.

ან გამარჯვებები - ან „ქართველობა“. აირჩიე, ერო.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

„ნეიშენ ჯორჯია“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა