კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სალომე ზურაბიშვილი - დიპლომატია არ არის მორჩილება! ქვეყნის ერთგულება არ იზომება კარიერული სიჩუმით!

ნახვები: 655 სალომე ზურაბიშვილი - დიპლომატია არ არის მორჩილება! ქვეყნის ერთგულება არ იზომება კარიერული სიჩუმით!

დიპლომატია არ არის მორჩილება - დიპლომატია არის ქვეყნის სამსახური! რას აკეთებს ბრიუსელში ქართველი ხალხის მიერ მივლინებული ელჩი, როცა ქვეყნის ევროპული კურსი შეცვლილია? თქვენ, ქართველო დიპლომატებო, რას აკეთებთ ამ ქვეყნის გადარჩენისთვის? - ქვეყნის ნამდვილი ერთგულება არ იზომება კარიერული სიჩუმით. ის იზომება სიმართლით მაშინაც კი, როცა ეს სიმართლე მძიმეა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქართველოს დიპლომატიის დღეს ეხმაურება.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, დღეს ქართველ დიპლომატებს დაავიწყდათ თუ რატომ აქვთ ქვეყნის სახელით მსახურების პრივილეგია.

„1629 წლის 3 ნოემბერს ვატიკანში გარდაიცვალა ადამიანი, რომელიც საუკუნეებით ადრე ნამდვილი დიპლომატის მისიას ასრულებდა: იცავდა საქართველოს დამოუკიდებლობას, ეძებდა ევროპასთან კავშირებს და ცდილობდა, რომ ჩვენი ქვეყანა არ გამხდარიყო იმპერიული გავლენის მსხვერპლი. ამ მიზეზით, 2004 წელს, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავაფუძნე ქართული დიპლომატიის დღე. დიპლომატია, როგორც ქვეყნის ინტერესებისადმი ერთგულებისა და პროფესიული ღირსების სიმბოლო. მაგრამ დღეს, ამ თარიღზე, რთულია სიჩუმე და სიმართლის არ თქმა. დიპლომატია არ არის მორჩილება - დიპლომატია არის ქვეყნის სამსახური! სულხან-საბა ევროპის გზას იმიტომ დაადგა, რომ საქართველო არ გამქრალიყო;

დღეს კი ქართველ დიპლომატებს დავიწყებიათ თუ რატომ აქვთ ქვეყნის სახელით მსახურების პრივილეგია. რატომ, ვინ და რისთვის მიავლინა დიპლომატებად იმ ქვეყნებში? რას აკეთებს ბრიუსელში ქართველი ხალხის მიერ მივლინებული ელჩი, როცა ქვეყნის ევროპული კურსი შეცვლილია? თქვენ, ქართველო დიპლომატებო, რას აკეთებთ ამ ქვეყნის გადარჩენისთვის?

ქვეყნის ნამდვილი ერთგულება არ იზომება კარიერული სიჩუმით. ის იზომება სიმართლით - მაშინაც კი, როცა ეს სიმართლე მძიმეა, მტკივნეულია და მოითხოვს ყველამ ჩვენ ჩვენი ფასი გადავიხადოთ, დათმოთ ის კომფორტი, რომელიც სწორედ ამ ევროპაში, თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის მოიწყეთ, ქართველი ხალხის წყალობით, და რომელსაც დღეს თქვენი უმოქმედობით თქვენც ართმევთ ევროპულ მომავალს. დიპლომატია უნდა იყოს ღირსება, მაგრამ ის დღეს თქვენში არაა!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა