ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის თემაზე ყოველგვარი კონსულტაციები გამორიცხულია

ნახვები: 622 ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის თემაზე ყოველგვარი კონსულტაციები გამორიცხულია

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თემაზე ყოველგვარი კონსულტაციები გამორიცხულია.

„იმ ნაბიჯის ფონზე, რომელიც უკვე გადაიდგა, შემდეგი ნაბიჯები აღარ არის საინტერესო. სამწუხარო რეალობაა. სააკაშვილის საკითხზე ვერავითარი კონსულტაციები ვერ დაიწყება“,- აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა უკრაინის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც,  საქართველოს ელჩი უნდა დაბრუნდეს თბილისში და კონსულტაციები გაიაროს საქართველოს ხელისუფლებასთან მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს ელჩი უკრაინაში არის ადამიანი, რომელიც ომის დაწყების პირველი დღიდან დარჩა კიევში, განსხვავებით ბევრი სხვა, მათ შორის უკრაინის სტრატეგიული პარტნიორების ელჩებისგან.

„ჩვენი ელჩი ყოველდღიურ რეჟიმში, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ტანკები მიმდგარი იყო კიევს, რჩებოდა კიევში, უკრაინის დედაქალაქში და ზრუნავდა ბევრ რამეზე, ჰუმანიტარული კუთხით, პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით მისი როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გათვალისწინებით, უკრაინის ხელისუფლების ეს ნაბიჯი არის შეურაცხმყოფელი, ძალიან დასანანი და სამწუხარო. თუმცა, ამის მიღმა ჩვენ არ ვაპირებთ არც კომენტარებით რეაგირებას. გვირჩევნია, დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციის განცხადებები არის ამორალური. ეს ოპოზიცია არის არა ქართული ოპოზიცია, არამედ უცხოელი აგენტები არიან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძეს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის რეაქციას, რომ ისინი ამაში პრობლემას ვერ ხედავენ.

„ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ სინამდვილეში, ეს ოპოზიცია არის არა ქართული ოპოზიცია, არამედ ისინი არიან უბრალოდ უცხოელი აგენტები. საკუთარი ქვეყნის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას სხვა ახსნა არ შეიძლება, ჰქონდეს. როცა საკუთარი ქვეყნის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვთ, ეს ნიშნავს, რომ ისინი არ არიან ქართველები ამ სიტყვის სათანადო გაგებით, არამედ არიან უცხოელი აგენტები. ამიტომ შეუძლიათ, საკუთარ თავს უფლება მისცენ, ასეთი განცხადებები გააკეთონ. ეს არის ამორალური და ცხადყოფს მათ დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ზელენსკის თქმით, „რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა