მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

პეტერ ფიშერი - სევდიანი დღე თბილისში, დაირღვა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, სრული მხარდაჭერა „თბილისი პრაიდს“

ნახვები: 603 პეტერ ფიშერი - სევდიანი დღე თბილისში, დაირღვა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, სრული მხარდაჭერა „თბილისი პრაიდს“

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი „პრაიდის ფესტივალთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება დაირღვა.

„სევდიანი დღე თბილისში. საქართველოს კანონი დაირღვა. მეტიც, ასევე დაირღვა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, რაც დაცულია ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის მეოცე მუხლით, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ. სრული მხარდაჭერა თბილისი პრაიდს“, – წერს პეტერ ფიშერი.

„ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც „პრაიდის ფესტივალის“ გამართვა იყო დაანონსებული, დაიკავეს აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ღონისძიების გამართვას აპროტესტებენ. „თბილისი პრაიდმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ფესტივალის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვება მოუწიათ. ამასთან, დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „თბილისი პრაიდმა“ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ხელისუფლებამ წაახალისა და მხარი დაუჭირა ძალადობას“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა