ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს
თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ საპატიმრო დატოვეს
War update: 236 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottest
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,590 over past day
ADF down 267 out of 295 drones used by Russia to attack Ukraine overnight
SSU exposes FSB agent planning strike on Ukrainian drone repair unit

იენს სტოლტენბერგი - MAP-ის გარეშე უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს

ნახვები: 640 იენს სტოლტენბერგი - MAP-ის გარეშე უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს

წევრობის სამოქმედო გეგმის​ (MAP) გარეშე უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სამიტზე გვექნება ერთიანობა და ძლიერი გზავნილი უკრაინასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ​ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგს კითხვა დაუსვეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებაზე, რომლის მიხედვით, „ნატო-ს წევრი ქვეყნები დისკუსიების შედეგად შეთანხმდნენ, უკრაინის შემთხვევაში MAP-ის გადაცემის ეტაპი გაუქმდეს და ეს კარგი მომენტია, რათა სიცხადე შევიტანოთ ალიანსში უკრაინის მიწვევასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ, უფრო მეტი დეტალი გვითხრათ, სად არის ახლა მოლაპარაკების პროცესი?“

„ოსლოში, არაფორმალურ მინისტერიალზე წამოვაყენე პაკეტი, რომელიც მოიცავდა სამ ელემენტს. პირველი იყო, რომ ყოფილიყო პრაქტიკული დახმარების პროგრამა, მომხდარიყო უკრაინისა და ნატო-ს ძალების სრული თავსებადობა, რაც დააახლოებს უკრაინას ნატო-სთან; მეორე იყო ნატო-უკრაინის საბჭოს შექმნა; ხოლო მესამე ელემენტი იყო მაპ-ის მოთხოვნის ამოღება, რაც უკრაინისთვის გაწევრიანების პროცესს, ორსაფეხურიანის ნაცვლად, ერთსაფეხურიანს გახდის. ახლა ჩვენ განვიხილავთ ამ პაკეტს, ამ ელემენტებს და ვცდილობთ, შევთანხმდეთ კონკრეტულ ფორმულირებაზე. არ მოვყვები დეტალებს, მაგრამ მივესალმები, რომ ვმუშაობთ ამ პაკეტის გარშემო. დარწმუნებული ვარ, კარგი, პოზიტიური და ძლიერი გზავნილი გვექნება, როცა ლიდერები შეიკრიბებიან“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა