თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს
Russian forces lose another 1,370 troops and four air defense systems in war against Ukraine
Zelensky holds trilateral talks with Trump and Macron
U.S. releases text of official agreement with Iran
დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა

ლევან ხაბეიშვილი - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე მსჯელობაც კი ჯერ სისულელეა

13.07.2023 ნახვები: 592

არჩევნები ჯერ ჩანიშნული არ არის, არ ვიცით, რა კონფიგურაცია იქნება. ამ პირობებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ან მსგავს რამეზე მსჯელობაც კი სისულელეა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიორგი ვაშაძე პრემიერობის კანდიდატად დაასახელოს.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარტიის წევრები და მომხრეები ელექტრონული წესით მიიღებენ.

„ასეთი თემა არის მოგონილი, ჭორი, ტყუილი. ვინმე რამეს რომ არ გამორიცხავს, ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე დასტურდება. ამაზე მსჯელობა არ ყოფილა. „რუსული პარტია“ ქვეყნის გარუსებას როცა აპირებს, ამ პირობებში რაიმე თანამდებობაზე მსჯელობა სრული სიგიჟე და პოლიტიკური დანაშაულია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კონკრეტული წესებია მიღებული და ეს წესები არ დაირღვევა. ყველა ასეთი გადაწყვეტილება მიიღება არა რომელიმე კაბინეტში, არამედ ჩვენი ამომრჩევლების მიერ. პრემიერობის კანდიდატი იქნება თუ საპარლამენტო არჩევნებს შეეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მომხრეები გადაწყვეტილებას მიიღებენ ელექტრონულად, ისევე, როგორც ირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს, მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ თავმჯდომარეებს და როგორც აირჩიეს პოლიტიკური საბჭო“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამასთან, როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიას კონსულტაციები აქვს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, თუმცა ეს რაიმე თანამდებობას არ ეხება.

„დაწყებული გვაქვს კონსულტაციები და მომავალშიც გავაგრძელებთ, მაგრამ თანამდებობებს არ ეხება. ეს ეხება ოპოზიციურ ველზე საერთო სტრატეგიას, ბრძოლის გეგმების, მიზნების განსაზღვრას და თანამშრომლობას. კონსულტაციები მიმდინარეობს, მათ შორის„ სტრატეგია აღმაშენებელთან“ და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან. შედეგების შესახებ აუცილებლად გექნებათ ინფორმაცია. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველასთან ითანამშრომლებს, ვისაც ივანიშვილის წინააღმდეგ ერთი აგურის დადება შეუძლია და ამ ბრძოლაში „ნაციონალური მოძრაობის“ პლატფორმის გამოყენებას ვთავაზობთ ყველას, ვისაც თავი წარმოუდგენია პროევროპელ და პროდასავლელ ლიდერად, პოლიტიკისად. ორ პარტიას საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ ერთმანეთთან კონსულტაცია გვაქვს. სხვა პარტიებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან, რომლებთანაც საუბარი მიმდინარეობს, ორივე მხრიდან ეს საჯარო ჯერ არ არის. როგორც კი გადავალთ იმ ეტაპზე, რომ საჯარო უნდა იყოს, გეცოდინებათ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა