მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

ჯო ბაიდენი - არავის შეუძლია, შეუერთდეს ნატო-ს, ვიდრე ომი მიმდინარეობს

ნახვები: 604 ჯო ბაიდენი - არავის შეუძლია, შეუერთდეს ნატო-ს, ვიდრე ომი მიმდინარეობს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ომის დროს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება გულისხმობს მესამე მსოფლიო ომში ჩართვას. მისივე თქმით, ახლა მთავარი განხილვის თემაა არა ის, გახდება თუ არა უკრაინა ნატო-ს წევრი, არამედ როდის შეძლებს ამას ქვეყანა.

„არავის შეუძლია, შეუერთდეს ნატო-ს, ვიდრე ომი მიმდინარეობს, რადგან ეს არის გარანტია, რომ ჩვენ ვართ ჩართული ომში, მესამე მსოფლიო ომში“, – განაცხადა ბაიდენმა ჰელსინკიში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის მოგების შესაძლებლობა არ აქვს.

„პუტინს შეუძლია, ხვალვე დაასრულოს ომი, უბრალოდ თქვას: მე მივდივარ. მას არ აქვს არანაირი შესაძლებლობა, უკრაინაში ომი მოიგოს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, როგორც ჯო ბაიდენმა აღნიშნა, უკრაინაში ომი წლების განმავლობაში არ გაგრძელდება, რადგან ვლადიმერ პუტინი საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ ეს რუსეთის ინტერესებში არ შედის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა