მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანა არის რუსული რეჟიმის დამარცხება, ამასთან მიმართებით გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობა პარტიისთვის მნიშვნელოვანია

ნახვები: 603 ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანა არის რუსული რეჟიმის დამარცხება, ამასთან მიმართებით გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობა პარტიისთვის მნიშვნელოვანია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკურ ჯგუფებს საერთო სამოქმედო გეგმის ფარგლებში მოქმედება შესთავაზა, რათა დაამარცხონ რუსული რეჟიმი.

მისივე თქმით, ამ საკითხთან მიმართებით გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მნიშვნელოვანია.

„„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკურ ჯგუფებს, პარტიებს შესთავაზა, საერთო სტრატეგიის, საერთო სამოქმედო გეგმის ფარგლებში ვიმოქმედოთ ერთად, რათა დავამარცხოთ საქართველოში რუსული რეჟიმი და მოვიპოვოთ საქართველოს ევროპული მომავალი. ამასთან მიმართებით გიორგი ვაშაძის და მის გუნდთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობისთვის“. „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი და ამოცანაა რუსული რეჟიმის დამარცხება საქართველოში.  სხვა პარტიების დამარცხება შეიძლება იყოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში რამდენიმე მანდატის მოპოვება, მაგრამ ეს არ პასუხობს საზოგადოების დაკვეთას და მოთხოვნას. საზოგადოების მოთხოვნაა, შეიცვალოს რუსული რეჟიმი საქართველოში“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა