ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

კელი დეგნანიო:აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტები არ მინახავს

ნახვები: 590 კელი დეგნანიო:აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტები არ მინახავს

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, არ უნახავს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტები, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობაზეა საუბარი.

ელჩ დეგნანს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, ადასტურებს თუ არა, აღნიშნულ დოკუმენტებში არსებულ ინფორმაციას, რომ „მხარს უჭერდით მიხეილ სააკაშვილის ლობისტებს, შეხვედროდნენ სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნის მიზნით და იყავით თუ არა ჩართული ამ პროცესში“.

კითხვის საპასუხოდ ელჩმა აღნიშნა: „მე არ მინახავს ეს დოკუმენტები“.

ამასთან, ელჩმა ისაუბრა კანონპროექტზე, რომელსაც მარტში აქციები მოhყვა.

„ვფიქრობ, ეს კანონპროექტი არის რუსული ტიპის და ორიენტირებულია არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ საქართველოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. აშშ-ის აქტი ფოკუსირებულია ლობისტებზე და იურიდიულ ფირმებზე, რომლებიც დაქირავებულნი არიან გარე წყაროების მიერ, რათა იმუშაონ ამ გარე წყაროების სასარგებლოდ. ასე რომ, საკმაოდ მკაფიო განსხვავებაა აშშ-ს კანონსა და რუსულ კანონს შორის, რომელსაც საქართველოში კენჭი უყარეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კანონმა დამღუპველი გავლენა მოახდინა რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომელთა უმეტესობა დაიხურა ან გავიდა ქვეყნიდან. ასე რომ, აშშ-ის კანონი, რომელიც ორიენტირებულია იურიდიული ფირმებისა და ლობისტების გამჭვირვალობაზე, რომლებიც დაქირავებულნი არიან უცხოელების მიერ უცხოელთა ინტერესებისთვის სამუშაოდ, სრულიად განსხვავებულია და უზრუნველყოფს გამჭვირვალობას. აქ საქართველოში თქვენ უკვე გაქვთ გამჭვირვალობა დონორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშობისას“, – განაცხადა ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა