ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

თემურ მღებრიშვილი - ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს ხიდის მოწყობაზე, რაც ძალიან გააადვილებს მდინარის მარჯვენა სანაპიროზე გადაადგილებას

ნახვები: 593 თემურ მღებრიშვილი - ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს ხიდის მოწყობაზე, რაც ძალიან გააადვილებს მდინარის მარჯვენა სანაპიროზე გადაადგილებას

დღის განმავლობაში კონკრეტულ ლოკაციებზე გვაქვს მაქსიმალურად გადატანილი ყურადღება, სადაც თეორიული გამოთვლებით უფრო მაღალია ცხედრის აღმოჩენის ალბათობა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

„გუშინ გვქონდა შეხვედრა ოჯახის წევრებთან. დავგეგმეთ, რომ დღეს ვერტმფრენის საშუალებით შეგვეყვანა სტიქიის ზონაში და საკუთარი თვალით ენახათ, რა რთული და მძიმე მდგომარეობაა შიგნით. ამჟამად მობილიზებულია დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა, ცოცხალი ძალა და მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. პარალელურად, დღის განმავლობაში კონკრეტულ ლოკაციებზე გვაქვს მაქსიმალურად გადატანილი ყურადღება, სადაც თეორიული გამოთვლებით უფრო მაღალია ცხედრის აღმოჩენის ალბათობა. მოხერხდა დიდი რაოდენობით ტექნიკის შეყვანა. ჩვენთან ერთად ძირითადად კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების ოჯახის წევრები იყვნენ და მათთან ერთად კიდევ ერთხელ განვიხილეთ ბოლო კონტაქტები, სად იმყოფებოდნენ, რა პერიმეტრზე.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს ხიდის მოწყობაზე, რაც ძალიან გააადვილებს გადაადგილებას მდინარის მარჯვენა სანაპიროზე, კიდევ უფრო მეტად გაზრდის შრომის ნაყოფიერებას, რათა მეტ ადგილზე შევიდეთ და ტრაქტორის საშუალებით ფრთხილად ვიმუშაოთ“, – აცხადებს თემურ მღებრიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა