ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ჯოზეფ ბორელი - ტყის ხანძრები მძვინვარებს, სლოვენია და საქართველო მძიმედ დაზარალდნენ წყალდიდობითა და მეწყერით, კლიმატის ცვლილებები არის რეალობა, რომლის უარყოფაც შეუძლებელია

ნახვები: 590 ჯოზეფ ბორელი - ტყის ხანძრები მძვინვარებს, სლოვენია და საქართველო მძიმედ დაზარალდნენ წყალდიდობითა და მეწყერით, კლიმატის ცვლილებები არის რეალობა, რომლის უარყოფაც შეუძლებელია

სლოვენია და საქართველო მძიმედ დაზარალდნენ წყალდიდობითა და მეწყერით. კლიმატის ცვლილებები არის რეალობა, რომლის უარყოფაც შეუძლებელია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

ბორელის თქმით, ევროკავშირი ერთგულად უჭერს მხარს მათ, ვინც დაზარალდა.

„ამ ზაფხულში ბუნებრივი უბედურებები დამანგრეველ შედეგს იწვევს მთელ მსოფლიოში, საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს და სპობს სახლებსა და საარსებო წყაროებს. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ტყის ხანძრები მძვინვარებს​. სლოვენია და საქართველო მძიმედ დაზარალდნენ წყალიდიდობითა და მეწყერით. კლიმატის ცვლილებები არის რეალობა, რომლის უარყოფაც შეუძლებელია და ეს ქმნის საფრთხეს გლობალურად. ევროკავშირი ერთგულად უჭერს მხარს მათ, ვინც დაზარალდა. იქნებიან ისინი ხანძრებით დაზარალებულები საბერძნეთში თუ ფილიპინებში ტაიფუნის მსხვერპლი“, – წერს ბორელი.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 17 ადამიანს ეძებენ.

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა