ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ირაკლი ქარსელაძე - დადგინდა, რომ დაკარგულთა სიაში პირის არასწორი სახელი და გვარი იყო შეყვანილი, თავად ამ პიროვნებამ კი განაცხადა, რომ საერთოდ არ ყოფილა შოვის ტერიტიორიაზე

ნახვები: 590 ირაკლი ქარსელაძე - დადგინდა, რომ დაკარგულთა სიაში პირის არასწორი სახელი და გვარი იყო შეყვანილი, თავად ამ პიროვნებამ კი განაცხადა, რომ საერთოდ არ ყოფილა შოვის ტერიტიორიაზე

პიროვნების დაკარგვის შესახებ შეტყობინების ინიციატორთან დაკავშირების შედეგად დადგინდა, რომ სიაში პირის არასწორი სახელი და გვარი იყო შეყვანილი, შემდეგ მოხდა თავად ამ პიროვნებასთან დაკავშირება, რომელმაც განაცხადა, რომ საერთოდ არ ყოფილა შოვის ტერიტიორიაზე, – აღნიშნულის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინიტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გააკეთა.

მინისტრმა განმარტება გააკეთა შოვში, სტიქიის დროს დაკარგულთა დაკარგულთა სიაში მყოფ ერთ-ერთ პირთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში აღმოჩნდა და შესაბამისად, მისი სიიდან ამოღება მოხდა.

„ონის მერიის ცხელ ხაზზე დაფიქისრდა შეტყობინება, რომ კონკრეტულ პიროვნებასთან ვერ ხდებოდა კავშირი და ეს შოვთან იყო დაკავშირებული. ბუნებრივია, ეს მონაცემები ჩაინიშნეს და აღნიშნული პიროვნება ავტომატურად შევიდა დაკარგულთა სიაში. პირველ ღამეს მნიშვნელოვნად მეტი შეტყობინება იყო და 34 ადამიანზე ვსაუბრობდით. ვალდებულებაა, რომ რა შეტყობინებაც მოგდის, ვიდრე  დადასტურება არ გაქვს ამ პიროვნებასთან დაკავშირებით, ის იქნება იმ ადამიანთა სიაში, ვისი მოძიებაც ხდება.

როდესაც უკვე უნდა დაკავშირებოდნენ ინიციატორს, ეს კავშირი ვერ შედგა და სხვა დაკარგულ ადამიანებთან ერთად ამ სიაში ეს პიროვნებაც იყო. პარალელურად, ვინაიდან დადასტურება ვერ მივიღეთ ამისა, არც არანაირი სხვა კომუნიკაცია არც ოჯახის წევრებისგან არც არავისგან არ ყოფილა, ბუნებრივია, ეს პიროვნება რჩებოდა ამ სიაში, მაგრამ დაიწყო ოპრეატიულ-სამძებრო ღონისძიებები, იმისათვის, რომ დადასტურებული ყოფილიყო, რომ ეს პიროვნება ნამდვილად დაკარგულია, თუ არ არის. ასე იყო იმ პიროვნებებთან დაკავშირებითაც, როდესაც თავდაპირველად სია მზარდი იყო.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოხდა შეტყობინების ინიციატორის დადგენა, ვისთანაც მოხერხდა უკუკავშირი და მას სთხოვეს დადასტურება. როდესაც მოხდა უკუკავშირი, დადგინდა, რომ არასწორად იყო მითითებული სახელი და გვარი ამ პიროვნების და როდესაც ინიციატორმა თქვა, რომ ეს სახელი და გვარი კი არა, სხვა სახელი და გვარია, უკვე მოხერხდა ამ პიროვნების ბაზებში დადგენა და მოხდა უშუალოდ ამ პიროვნებასთან დაკავშირება, რომელმაც განაცხადა, რომ არ ყოფილა საერთოდ შოვის ტერიტიორიაზე. შესაბამისად, ეს პიროვნება დაკარგულთა სიაში აღარ არის“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა