ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ძალებმა ყირიმის ნახევარკუნძულზე სპეცოპერაცია ჩაატარეს

ნახვები: 619 უკრაინის სამხედრო დაზვერვის ძალებმა ყირიმის ნახევარკუნძულზე სპეცოპერაცია ჩაატარეს

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ძალებმა ყირიმის ნახევარკუნძულზე სპეცოპერაცია ჩაატარეს. ამის შესახებ განცხადება უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამმართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა გააკეთა.

მისივე ინფორმაციით, უკრაინის დაზვერვის პირადი შემადგენლობა რუსეთის მიერ ანექსირებულ ნახევარკუნძულზე 24 აგვისტოს გადასხეს და გაიმართა ბრძოლა.

„სპეცოპერაციის ფარგლებში პირადი შემადგენლობა ყირიმის ნახევარკუნძულზე იმყოფებოდა. ეს სპეცოპერაცია დაზვერვის მთავარმა სამმართველომ და სამხედრო-საზღვაო ფლოტის წარმომადგენლებმა ერთობლივად ჩაატარეს. სპეცოპერაციის მიზნები მიღწეულია. დანაკარგი არ არის. სპეცოპერაცია გრძელდება, ყველა დეტალს არ გავამხელთ, მტერს აქვს დანაკარგი“, – განაცხადა იუსოვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა