საიას თავმჯდომარე - დატვირთული სამუშაო დღე ჰქონია მიხეილ ყაველაშვილს - ხელი მოაწერა ყველა იმ რეპრესიულ კანონპროექტს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებულად, 9 დღეში მიიღო
ჯინ შაჰინი - გავაგრძელებ ქართველი ხალხის გვერდით დგომას
ვოლოდიმირ ზელენსკი - მზადდება ამერიკის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად
ჯიმ რიში - მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საბოლოოდ დაწესდა დაგვიანებული სანქციები, ჯერ კიდევ მეტი უნდა გაკეთდეს
ჯო უილსონი - ამერიკა მხარს უჭერს ერთადერთ ლეგიტიმურ ქართველ ლიდერს, სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს
სალომე ზურაბიშვილი - მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები - ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა
თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში „ერთობის ჯაჭვი“ შეიკრა
თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს უთმობს

არავითარი სოლიდარობა ნაძირალებთან!!

05.09.2023 ნახვები: 2715

უკრაინაში, ქალაქ დნეპრში, ადგილობრივმა პოლიციელებმა მოკლეს ქართველი ჯუმბერ სილაგავა.

მოგვიანებით გაჟღერდა, თითქოს ის აფხაზი იყო, თუმცა ეს საბოლოოდ არ დადასტურდა - ის იყო წარმოშობით აფხაზეთიდან, თუმცა, როგორც ჩანს არა აფხაზი, არამედ ქართველი.

ქოც-ნახირი არ იქნებოდა ქოც-ნახირი, ეს თავისი პროპაგანდისთვის არ გამოეყენებინა. გასაგებია რატომაც - სადღეისოდ უკრაინული სახელმწიფო „ქურდული ოცნებისთვის“ უფრო დიდი მტერია, ვიდრე რუსეთი.

ზელენსკის ადმინისტრაცია სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, რაც, ქოცური გადასახედიდან, მკრეხელობათა შორის მკრეხელობაა. თანაც  ის ომს არ გაურბის და რუსეთთან არათუ ომობს, არამედ გამარჯვების იმედიც კი აქვს. მთელი ქოცური იდეოლოგია კი ტრიალებს რუსების სამუდამო სამხედრო უძლეველობის იდეის ირგვლივ, და ყველა ვინც ამ მითს ებრძვის - ოცნებისთვის მტერია, რადგანაც ის არა მხოლოდ რუსეთს ეომება, არამედ სამყაროს ქოცურ მოდელს.

ამიტომაც, ანტიუკრაინული პროპაგანდისთვის, ოცნება აუცილებლად გამოიყენებდა ამ ინციდენტს, ლოზუნგით „უკრაინელებმა ქართველი მოკლეს“. ნახეთ, რას ცუდია უკრაინის ხელისუფლება - ის არა მხოლოდ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, არამედ ქართველებს ინდივიდუალურადაც ებრძვის!!!

ეს ყველაფერი სააკაშვილის ბრალია, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას აკონტროლებს!!!

პოლიციური მკვლელობის შემდეგ ქართულ სოციალურ ქსელებში ატყდა პატრიოტული ციებ-ცხელება - მოკლულ ქართველს უამრავი ადვოკატი გამოუჩნდა ქოც-საქართველოში.

მოდგომა გასაგებია  - ერთის მხრივ კიევს  დააბრალეს  ქართველების მიზანმიმართულ დევნა, მეორეს კი - აჩვენეს რა ცუდია უკრაინის ხელისუფლება, რომელიც უდანაშაულო ადამიანებს უმოწყალოდ კლავს, და მოსახლეობის საუკეთესო ნაწილს დევნის,  თანაც „სააკაშვილი-ადეიშვილის მეთოდებით“.

კარგი სურათი გამოვიდა თუმცა, ქოც-ნახირის გარდა ის არსად არ მუშაობს  - იაფფასიანი პატრიოტიზმი კარგად მუშაობს სხვისი უკანალების მცველებს და საკუთარი დედების მგინებლეთა სექტის წევრებს შორის. დანარჩენებს კი ესმით, რომ ვითარება, რბილად რომ ვთქვათ, არაერთგვაროვანია, და შაბლონურ შეფასებები უადგილოა.

რას ნიშნავს - „უკრაინელებმა მოკლეს ქართველი“? ზოგადად ქართველი მოკლეს, ქართველობის გამო, თუ კონკრეტული ქართველი, უკრაინის მოქალაქე?  ვიდეოზე აშკარად ჩანს, რომ უკრაინელ პოლიციებს სილაგავას ეროვნების დადგენაზე თავი არ შეუწუხებიათ, და ზოგადად კი, მათთვის მნიშვნელობა ჰქონდა სილაგავას მხრიდან დანაშაულის  ჩადენის ფაქტს, და არა წარმომავლობას.

თუმცა, ქოცების გადასახედიდან და მათი ფარისევლური პატრიოტული ლირიკიდან გამომდინარე, ყველა ქართველი ვალდებულია უთანაგრძნოს ნებისმიერ ქართველს, რომელსაც მოკლავენ, ან დაჭრიან, ან შეავიწროებენ სხვა ქვეყანაში. ამ იაფფასიანი მეთოდით ისინი ცდილობენ თავი წარმოაჩინონ   „ქართველობის დამცველებად“ მსოფლიო მასშტაბში, ხოლო ოპოზიცია, რომელმაც ამ მიდგომას გასაგები მიზეზების გამო არ იზიარებს მტრად და „ქართველთამოძულედ“.

„შეხედეთ ამ ნაცებს - მათ მოკლული ქართველის მიმართ არანაირი სოლიდარობა არ გააჩნიათ.  მათ ხომ ქართველი ხალხი ეზიზღებათ“ ამბობენ ისინი, მათ შორის მკვეთრად არანაც-ოპონენტებზე.

ისე. მადლობელი ვიქნები, რომ ამიხსნან - სოლიდარობა ვისთან ან რატომ? ქართველთა 70-80% უცხოეთში წარმოადგენს მეტწილად მოკრიმინალო უსაქმურთა ფენას  და არანაირ ფასეულობას არავისთვის არ წარმოადგენს. ისინი, როგორც თავისი, ასევე სხვა ქვეყნისთვის მხოლოდ ბალასტი და უსარგებლო ტვირთი არიან.

უნდა შემეცოდოს ადამიანი მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემთან ერთ ენაზე ლაპარაკობენ? რა გვაკავშირებს ნორმალურ ადამიანებს უსაქმურ „ბიდლოსთან“,  რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც დააბიჯებს ფეხს, საქართველოთ დაწყებული, ისლანდიით დამთავრებულია, მხოლოდ აფუჭებს, ანადგურებს, და სპობს ყველაფერს, რასაც მიეკარება - იმიტომ რომ ესაა მისი არსი და ამას ვერანაირად ვერ შეცვლი?

უნდა შემეცოდოს ქართველი რომელიც სიმთვრალეში  იწყებს ჩხუბს საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის პოლიციელებთან და შესაბამის პასუხს იღებს? რამდენად ადეკვატური იყო ეს პასუხი - ამას უკრაინელების გამოძიება გვიჩვენებს, თუმცა ეს სხვა თემაა.

რატომ უნდა თანავუგრძნო? რა დამსახურებების გამო? რაო, არ ვიცით ეს კატეგორია საქართველოში რას აკეთებს, რომ სწორედ მათ აქციეს ეს ქვეყანა ტოქსიკურ ტერიტორიად, საიდანაც ყველა გარბის, პირველ რიგში კი თავად ისინი?

ვაპატიო პოლიციელი ქალის ცემა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ერთ ენაზე ვლაპარაკობთ?

 „ნაგავია, სამაგიეროდ ჩემი“ - არის პრიმიტიული, ნახევრად ცხოველური განვითარების დონეზე მყოფი პრიმატების პრინციპი, საბაზო ინსტინქტი.

რაციონალური და გონიერი ჰომო საპიენს ამ მიდგომას კარგა ხანია გასცდა და ის ქვეყნები სადაც ეს პრინციპი დღემდე დომინირებს  - აუთსაიდერებს და მაჩანჩალებს შორის ადგილს მყარად იკავებენ.

ნაგავი - ნაგავია, ჩემი, სხვისი, ქართველი, რუსი, ბრაზილიელი, მარსიანელი. არა აქვს მნიშვნელობა რა ენაზე მეტყველებს გენეტიკური ნაგავი, ის ყველა შემთხვევაში ნაგავი რჩება.

„ჩემიანი ყოველთვის მართალია და ყოველთვის უნდა დავიცვა“ - სწორედ ესაა ორანგუტანგების პრინციპი, რომელიც დღეს დომინირებს მამა-პაპურ გრუზინცებს შორის.

თუ ჩვენ გვინდა როდისმე მეტ-ნაკლებად ნორმალური ქვეყანა ავაშენოთ, ჩვენი პრინციპი საპირისპირო უნდა იყოს - არავითარი სოლიდარობა ნაძირალებთან!!

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა