საქართველოს მეტი საკუთარი ენერგია სჭირდება
რატომ აღარ განმეორდება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერი და რატომ ვერ ჩამოშლის პროტესტი ძალოვან სისტემას?
მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილის ქორწინების იძულების ბრალდებით ქალი დააკავეს
Politico: ევროკავშირი ოთხი კანდიდატი ქვეყნისთვის გაწევრიანების საგზაო რუკებს ამზადებს, საქართველო მათ შორის არ არის
ტრამპი ბრიტანეთში აშშ-ის ავიაბაზასთან დაკავებულებზე: ისინი სერიოზული ზიანის მიყენებას გეგმავდნენ
გიგა ბოკერია კობახიძის განცხადებაზე: ჩუმად როგორ შეხვდა ტრამპს, არ ვიცი, ამ ხელისუფლების პირობებში დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზება გამორიცხულია
დათო გამცემლიძე: აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაფუჭება დაუშვებელია, მაშინაც კი, როდესაც ათასგზის მართალი ხარ
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა, ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ შეტევა ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელეს

ნახვები: 612 რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ შეტევა ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასულ ღამეს უკრაინის წინააღმდეგ შეტევა ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელეს. ოდესის რეგიონს რუსი სამხედროები სამი საათის განმავლობაში ბომბავდნენ.

რუსეთის შეტევას ოდესის რეგიონში ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ნავსადგურის ობიექტები და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა.

უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმაში რუსეთის სტრატეგიული ავიაცია მონაწილეობდა.

რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა ფრთოსანი რაკეტები უკრაინის დედაქალაქ კიევის მიმართულებით გაუშვეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა რაკეტის განეიტრალება შეძლეს.

პარალელურად, უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის არმიას გარკვეული წარმატება აქვს ზაპოროჟიეს რეგიონში.

უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა