ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ირაკლი კობახიძე - როგორც ვიცი, გაილახა ვაშაძეც და მისი ზოგიერთი მეგობარიც, ძალიან ცუდია, არ არის კარგი, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ რომ გაილახონ

ნახვები: 591 ირაკლი კობახიძე - როგორც ვიცი, გაილახა ვაშაძეც და მისი ზოგიერთი მეგობარიც, ძალიან ცუდია, არ არის კარგი, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ რომ გაილახონ

მე როგორც ვიცი, გაილახა ვაშაძეც და მისი ზოგიერთი მეგობარიც, ძალიან ცუდია, არ არის კარგი, მაგრამ ამას ითხოვენ ამდენი თვეების განმავლობაში, ყველაფერს აკეთებენ რომ გაილახონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ის თანაგუნდელებს თავშეკავებისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

„ისინი არიან ჯაშუშები, აგენტები, დავალების შემსრულებლები. ვაშაძე ადეიშვილის მოადგილე იყო. ხომ ყველამ იცით, რომ ვაშაძე ადეიშვილის მოადგილე, სისხლიანი მინისტრის მოადგილე იყო, რომელიც სასამართლო სისტემას ადამიანების დასჯისთვის, რეპრესიებისთვის, ბიზნესის რეკეტისთვის იყენებდა. რომ მოდის და ჩვენ მიმართ რაღაც სიტყვებს იძახის არ უნდა უკვირდეს ის აგრესია, რომელიც მიიღო. რა თქმა უნდა, სამწუხაროა! მე როგორც ვიცი გაილახა ვაშაძეც და მისი ზოგიერთი მეგობარიც, ძალიან ცუდია, არ არის კარგი, მაგრამ ამას ითხოვენ თვეების განმავლობაში, ყველაფერს აკეთებენ რომ გაილახონ. ასეთი პროცესები წავიდა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენი გუნდის წევრებს თავშეკავებისთვის. რთულია, ადეიშვილის მოადგილე რომ გეძახის რუსს და პასუხი არ უნდა გასცე, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა