სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

ბიძინოვირუსი და კოლექტიური იდიოტიზმი

02.11.2021 ნახვები: 1016

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ოპტიმისტები ამბობენ, რომ ყველაფერში შეიძლება რაღაცა კარგი მოიძებნოს - ეს გამონათქვამი მაგონებს ანეკდოტს ადამიანზე, რომელიც 100-სართულიანი ცათამბჯენის სახურავიდან ჩამოვარდა - „არა უშავს, ჯერ 90-ე სართულზე ვარ"...

არა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ცოცხლები ვართ, ქვეყანა არ ჩამოიშალა, სახელმწიფო არ დანგრეულა, ენგურჰესის კაშხალიც ჯერ-ჯერობით თავის ადგილასაა და არც ასტეროიდი დაცემულა დედამიწაზე. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგადაა.

მაგრამ სიხარული იმის გამო, რომ ენგურჰესი არ დაინგრა და ასტეროიდის შორსაა, ხანმოკლეა და ისევ აქტუალური ხდება კითხვა - კარგია, რომ არ მოვკვდით, მაგრამ როგორ უნდა ვიცხოვროთ, სანამ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ?

და, აი ამ კითხვაზე კი ოპტიმისტური პასუხი, სამწუხაროდ, ჯერ არ არსებობს.

განვლილ მუნიციპალურ არჩევნებს განსაკუთრებული ოპტიმიზმისთვის საფუძველი არ შეუქმნია, პირიქით, ის პრობლემები, რაც აქამდე იყო, კიდევ უფრო გამწვავდა.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ არავინ ფიქრობს, თითქოს ოპოზიციონერები ქოცებზე ბევრად უკეთესები არიან და ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემდეგ ქვეყანა აყვავდება. სამწუხაროდ, ნაცმოძრაობამ თავისი შეცდომები არასწორად გააანალიზა და მივიდა დასკვნამდე, რომ „უბრალო ხალხის", ანუ, პლებსის და მრევლის განწყობებს საჭიროზე ნაკლებ ყურადღებას აქცევდა.

დღეს ჩვენ ნაცმოძრაობის შესრულებაში სრულიად უსაზღვრო პოპულიზმს ვხედავთ - „დედა ეკლესიაზე" საუბრებით დაწყებული, „ყველა სკოლაში უფასო სადილით" დასრულებული.

ახალი, პოპულისტური ნაცმოძრაობა 2004-2007 წლების წარმატებული რეფორმებს ვერ გაიმეორებს, რადგანაც საქართველოს ტიპის ქვეყნებში ნებისმიერი პროგრესი შესაძლებელია მხოლოდ პლებსთან და ეკლესიასთან ხისტი დაპირისპირების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი პოზიტიური ინიციატივა კორუფციაში, ნეპოტიზმში, უსაქმურობაში, და ქურდობაში ჩაიძირება.

სამწუხაროდ, დღეს ნაცმოძრაობაში ამ დაპირისპირებისთვის მზაობა არ ჩანს..

თუმცა, საკითხი „ან-ან"- არც დგას. საუბარია არა ხელისუფლების სრულ შეცვლაზე, არამდე ბალანსის ჩამოყალიბებაზე, როდესაც ხელისუფლებას არ ექნება განუსაზღვრელი შესაძლებლობები და ბოლოს და ბოლოს მიხვდება, რომ 2003-2012 წლები წარსულ კარგა ხანია ჩაბარდა.

განვლილმა არჩევნებმა დაგვანახა, რომ „ქართული ოცნება" არაფერ არ თმობს. ის არავისთან მოლაპარაკებაზე არ მიდის, არანაირ გარიგებებს არავისთან არ დებს და ფიქრობს მხოლოდ საყოველთაო, უპირობო გამარჯვებაზე.

ბიძინა ივანიშვილი 90-ანი წლების რუსული მსხვილი ბიზნესის ტიპური წარმომადგენელია - ამ კატეგორიაში კი ნებისმიერი, ყველაზე მცირე მარცხიც კი - დაუშვებელია.

მალე დავინახავთ, როგორც სამაგალითოდ დაისჯება საწყალი, უბედური წალენჯიხა, რომელმაც ალბათ საკუთარი თავისთვის მოულოდნელადაც კი, შემთხვევით გაულაწუნა ოლიგარქს.

მუნიციპალურმა არჩევნებმა არც ერთი კარგი დასკვნისთვის მიზეზი არ მოგვცა, აი თავსატეხი კი - ერთ-ორად მოგვიმატა. მაშ ასე - რა დასკვნები შეგვიძლია გავაკეთოთ პოსტფაქტუმ?

პირველი - „ქართულ ოცნებას" ჰყავს ზუსტად იმდენი ამომრჩეველი, რამდენიც, საშუალოზე დაბალი მასშტაბის გაყალბების წახმარებით, 51-52%-ის მიღებისთვის საკმარისია.

ეს უსაფრთხოა საგარეო კუთხით - დასავლეთში საქართველოს უყურებენ როგორც გვატემალას, ხოლო გვატემალას საზომებით 5%-ით გაყალბება - არათუ პრობლემა არაა, არამედ ნამდვილი თავმდაბლობა და ქრისტიანული ზომიერების მწვერვალია.

რაც ყველაზე ცუდია - ეს ამომრჩეველი უკიდურესად ერთგულია, რადგანაც მას ორი, დედამიწაზე ყველა მძლავრი მოტივაცია გააჩნია - სიძულვილი და ფული... არავის არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ 2024 წლისთვის ქოც-ამომრჩევლის რაოდენობა შემცირდება...

ეს მოხდება მხოლოდ სრული ეკონომიკური კოლაფის, თვეობით გაუცემელი ხელფასების, კრიმინალური რეკეტის, გამოძალვის, მცირე და საშუალი ბიზნესში წილებში ძალით ჩაჯდომის შემთხვევაში - ეს კი არ რეალობას მოკლებულია.

ბიძინა თავისებურად, გაიძვერულად ჭკვიანია, და მას კარგად ესმის, რომ სავსე ბიუჯეტი და კრიმინალური განუკითხაობისგან დაცული ბიზნესის ნეიტრალიტეტი - მისთვის ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის ყველაზე აუცილებელი პირობაა, რომლის გარეშეც ვერანაირი ძველი ბიჭები და კარტოფილის მარაგები ვერ უშველის.

ასე რომ, „ქართულ ოცნებას" 2024 წელს გამარჯვების გასაღები ხელში უკვე უჭირავს. რა თქმა უნდა, 2024 წელს, მაჟორიტარების გარეშე, მათი გამარჯვება ნაკლებად „დამაჯარებელი", ხოლო ძალაუფლება ბევრად უფრო სუსტი და არასტაბილური იქნება, ეს ცხადია. თუმცა, გამარჯვება - მაინც გამარჯვებაა.

ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ოპოზიციას ამისთვის ხელის შეშლის არავითარი ბერკეტი არ გააჩნია - ზემოხსენებული რეალობის გათვალისწინებით, ოპოზიციას ქოცების დასამარცხებლად გუშინ აკლდა, დღეს აკლია, და ხვალ დააკლდება სულ რაღაც 3-4%...

აი ამ ჩამორჩენის აღმოფხვრის არავითარი საშუალება არ არსებობს- ოპოზიციას არჩევნებში ისედაც შესაძლებელზე მეტი ადამიანი გამოჰყავს. ამავე დროს რევოლუციისთვისაც არავითარი პირობები არ არსებობს. 2003 წელს შევარდნაძის ხელისუფლებას 1% მომხრე არ ჰყავდა, ადმინისტრაციული რესურსის ჩათვლით, სადაც ხელფასი 30-50 ლარი იყო.

დღეს ქვეყანა გაყოფილია - მინიმუმ, ყველაზე ცოტა, 40% ხელისუფლებას მხარს უჭერს, და მათ შორის ნახევარი მაინც - იდეური შეხედულებებიდან გამომდინარე - იდეური ანტიმიშისტები, რომლებიც რამე რომ იყოს, გარეთ ყოველგვარი შეძახილების და ჩამორეკვების გარეშე გამოვა.

მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია მხოლოდ იქ, სადაც მას მოსახლეობის 90% უჭერს მხარს, წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალია მწვავე, შესაძლოა შეიარაღებული სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც ამ ქვეყანას საბოლოოდ დაასამარებს.

სრული ჩიხი და უიმედობა - ხელისუფლება ოპონენტებს არ ცნობს, ცვლილებებზე არ და ვერ მიდის, ძალაუფლებას ბოლომდე, ნებისმიერ ფასადა ჩაებღაუჭება და ამასთან ერთად მისი გასტუმრების არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს - ისე, რომ პარალელურად ქვეყანაც არ დაიმარხოს.

მხოლოდ ერთი გამოსავალი დაგვრჩა. ბიძინა - ქვეყნის მძიმე დაავადებაა, ვირუსი, რომელიც არ წავა თავისით, საქართველომ ეს სახადი უნდა მოიხადოს.

„ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან წასვლა არა ერთჯერადი, მყისიერი მოვლენა, არამედ დროში გაწელილი, მტკივნელი პროცესი იქნება. პირველ ნაბიჯად შეგვიძლია ჩავთვალოთ 2024 წლის არჩევნები, როდესაც მაჟორიტარების გარეშე, ქოცების ძალაუფლება კი შენარჩუნდება, მაგრამ მნიშვნელოვნად შესუსტდება.

სწორედ ამის შემდეგ დაიწყება ქვეყანაში ცვლილებები. 2024 წელს იქნება არა დასასრული, არამედ დასაწყისი.

ქვეყანა დაკარგავს წლებს, საბოლოოდ ყველა მეზობელს ჩამორჩება, და გახდება ჩვეულებრივი მაჩანჩალა პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკა. მაგრამ სხვანაირად ამ ვირუსს ვერ მოიშორებ.

ისტორიამ ასე იცის - ერებმა საკუთარი შეცდომებისთვის პასუხი უნდა აგონ. ქართველმა ხალხმა 2012 წელს შეცდომა დაუშვა - არა ის რომ ნაცმოძრაობა გაუშვა - ეს პირიქით ნორმალური მოვლენა იყო. შეცდომა იყო განუსაზღვრელი ძალაუფლების ჩუქება თაღლითებისთვის. ამ შეცდომაში ქართველი ხალხი ძალიან დიდ ფასს გადაიხდის.

კოლექტიური იდიოტიზმი დასჯადია - ეს ბუნების კანონია.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა