თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს
Russian forces lose another 1,370 troops and four air defense systems in war against Ukraine
Zelensky holds trilateral talks with Trump and Macron
U.S. releases text of official agreement with Iran
დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა

ნათია თურნავა - თქვენ გინახავთ ხელმოწერილი პეტიცია? - მე არ მინახავს და მგონი, თუ ხელის მოწერას გადაწყვეტდნენ, ჩემს თანამშრომლებს გამოქვეყნება არ გაუჭირდებოდათ

26.09.2023 ნახვები: 594

თქვენ გინახავთ ხელმოწერილი პეტიცია? - მე არ მინახავს და მგონი, თუ ხელის მოწერას გადაწყვეტდნენ, ჩემს თანამშრომლებს გამოქვეყნება არ გაუჭირდებოდათ , - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

თურნავამ უპასუხა, გავრცელებულ ცნობებზე დასმულ კითხვას, რომლის თანახმად, სებ-ის 100-მდე თანამშრომელი ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, პეტიციას ქმნის.

როგორც თურნავამ აღნიშნა, პეტიციის შექმნასთან დაკავშირებული საკითხი სპეკულაციისა და ჭორის დონეზე არის გავრცელებული.

„ასეთი გამიზნული ტყუილები არის ეროვნულ ბაკზე ზეწოლა. ზეწოლა შეიძლება სხვადასხვა ფორმით ხორციელდებოდეს. ზეწოლა შეიძლება იყოს სხვადასხვა თანამდებობის პირის ან პოლიტიკოსისგან, როდესაც საჯაროდ გამოდის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და საბჭოს წევრებს მოუწოდებს, რომ „დატოვეთ იქაურობა, გადადექით და დაე, გაჩერდეს ეროვნული ბანკი“. ზეწოლა შეიძლება იყოს, როდესაც შენ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას მოუწოდებ, რომ გააუქმე შენი გადაწყვეტილება. ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილების მიღების დროს, არც გაუქმების დროს, არასდროს არ ვიხელმძღვანელებთ ასე გარედან ზეწოლით. არც მიღებული იყო ზეწოლით და არც გადაიხედება და გაუქმდება ვინმეს საჯარო მოწოდების გზით, მაგრამ კიდევ სხვა ზეწოლა არის, როდესაც შენ თანამშრომლებზე შენ მაქსიმალურად ზეწოლას ახდენ და მათ ფსიქიკაზე სხვადასხვა ფორმით ზემოქმედებ. ასეთი ცრუ ინფორმაციების გავრცელება, ეროვნული ბანკის გუნდისთვის ძალიან შეურაცხმყოფელია. თქვენ გინახავთ ხელმოწერილი პეტიცია? მე არ მინახავს და მე მგონი, ჩემს თანამშრომლებს, თუ ხელის მოწერას გადაწყვეტდნენ, ამის გამოქვეყნება არ გაუჭირდებოდათ. მათზე არავინ არასდროს არ ახდენს არანაირ ზეწოლას და ვერც მოახდენს ამ ნაწილში. მაგრამ იმაზე, რაც ჯერჯერობით ჭორის და სპეკულაციების დონეზე მოვისმინეთ, კომენტარს ვერ გავაკეთებ,“ - განაცხადა თურნავამ.

 

ipn

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა