ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ლევან ხაბეიშვილი - ჩემი მთავარი მიზანი სოხუმში დაბრუნებაა

ნახვები: 597 ლევან ხაბეიშვილი - ჩემი მთავარი მიზანი სოხუმში დაბრუნებაა

ჩემი მთავარი მიზანი სოხუმში დაბრუნებაა. თუ რამე მამოძრავებს, მაძლევს ძალასა და ენერგიას, არის ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და საოკუპაციო ხაზის ერთხელ და სამუდამოდ მორღვევის დაუოკებელი სურვილი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, მისი მთავარი მოტივაცია სოხუმში უდიდესი აეროპორტის მშენებლობასთან, იძულებით გადაადგილებული ასობით ათასი ოჯახის სახლში დაბრუნებასა და სოხუმის ევროპის ულამაზეს ქალაქად გადაქცევასთანაა დაკავშირებული.

„ჩემი მთავარი მიზანი სოხუმში დაბრუნებაა! თუ რამე მამოძრავებს, მაძლევს ძალასა და ენერგიას, არის ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და საოკუპაციო ხაზის, ერთხელ და სამუდამოდ მორღვევის დაუოკებელი სურვილი. ამაზე დიდი სურვილი, არასდროს არაფერი მქონია და არც მექნება! ხსოვნა იყოს ყველა ქართველი გმირის, ვინც თავი გაწირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის.

ჩემი ცხოვრების მთავარი მოტივაციაც სოხუმში უდიდესი აეროპორტის მშენებლობასთან, იძულებით გადაადგილებული ასობით ათასი ოჯახის სახლში დაბრუნებასა და სოხუმის ევროპის ულამაზეს ქალაქად გადაქცევასთანაა დაკავშირებული.

ქედს ვიხრი გმირულად დაცემული თითოეული პატრიოტის წინაშე, რომლებმაც თავი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას შესწირეს. „საფლავიდან გაისმის დაღუპულთა ძახილი, აფხაზეთი საქართველო არის“. ღმერთმა დალოცოს საქართველო!“ - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა