ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის კიდევ ერთი აღიარებაა, რომ ვიზიტებში მოუწია საკუთარი ფულის დახარჯვა

ნახვები: 591 ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის კიდევ ერთი აღიარებაა, რომ ვიზიტებში მოუწია საკუთარი ფულის დახარჯვა

მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი ადგენს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობების სფეროში. ამ მუხლში წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება და ასევე მოლაპარაკებების წარმოება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა.

კობახიძის თქმით, პრეზიდენტმა ითხოვა თანხმობა, არ მიუღია ეს თანხმობა და მაინც განახორციელა ვიზიტი, რითიც დაირღვა კონსტიტუცია.

„ამდენად მარტივია ეს კაზუსი. ასეთი კაზუსები შეტანილია პირველი კურსის სახელმძღვანელოებში. ასეთ მარტივ თემებზეა საუბარი, საჭირო იყო თანხმობა, არ მიუღია, მაინც წავიდა, დაირღვა კონსტიტუცია. მით უფრო მარტივად არის საქმე, რომ პრეზიდენტმა თავად აღიარა რეალურად ვიზიტების არაკონსტიტუციურობა, კერძოდ, მან თავად ითხოვა თანხმობა, მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ შესაბამისი ვიზიტის განხორციელება საჭიროებდა თანხმობას, შეგნებული ჰქონდა ეს და მას შემდეგ, რაც ვერ მიიღო თანხმობა, მაინც განახორციელა ვიზიტი“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტს რომ ჰქონოდა რწმენა, რომ შესაბამის ვიზიტს არ სჭირდებოდა თანხმობა, არც მიმართავდა მთავრობას თანხმობის თხოვნით.

„პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მისი ვიზიტები არ იყო დაფინანსებული ბიუჯეტიდან, მისი კერძო ხარჯებით იყო ეს ვიზიტები, რაც არის მორიგი აღიარება. თუ იყო ლეგიტიმური, რატომ არ დააფინანსა ბიუჯეტიდან? ეს არის მორიგი აღიარება, რომ ვიზიტები იყო არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური და სწორედ ამის გამო მოუწია მას საკუთარი ჯიბის ფულის დახარჯვა. მას რომ დაეხარჯა ბიუჯეტის ფული, ეს, კონსტიტუციის დარღვევასთან ერთად, იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც, რადგან ეს არის არამიზნობრივი ხარჯი. როდესაც ახორციელებ არალეგიტიმურ ვიზიტის და ამაში ხარჯავ ბიუჯეტის ფულს, ეს დამატებით არის სისხლის სამართლის დანაშაული, გარდა კონსტიტუციის დარღვევისა. როდესაც იმპიჩმენტზეა საუბარი, იქ შეიძლება, გქონდეს კონკრეტული დეპუტატების იმედი, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ შენს გადაყენებას, მაგრამ თუ ჩადიხარ დანაშაულს, აქ პოლიტიკოსების იმედზე ვერ იქნები და ვერ დაარღვევ კონსტიტუციას. მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მიდიოდა არალეგიტიმურ ვიზიტში, ამიტომ დახარჯა არა ბიუჯეტის ფული, არამედ თავისი ფული, ეს არის აშკარა აღიარება, რომ მას გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ვიზიტების არაკონსტიტუციური ბუნება“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა