თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს
Russian forces lose another 1,370 troops and four air defense systems in war against Ukraine
Zelensky holds trilateral talks with Trump and Macron
U.S. releases text of official agreement with Iran
დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა

თამარ ჩუგოშვილი - წარდგინების ავტორები კონსტიტუციის დარღვევად არ მიიჩნევენ, როცა პრეზიდენტი ქვეყნის შიგნით ხვდება სხვა ქვეყნების მეთაურებს

03.10.2023 ნახვები: 594

წარდგინების ავტორები კონსტიტუციის დარღვევად არ მიიჩნევენ შემთხვევებს, როდესაც სახელმწიფოს მეთაური ქვეყნის შიგნით ხვდება სხვა ქვეყნის მეთაურებსა თუ უმაღლესი ოფიციალური თანამდებობის პირებს - მე არ მესმის, რატომ არის დაკავშირებული 52-ე მუხლის განმარტება თვითმფრინავში ჩაჯდომასთან და პრეზიდენტის საზღვარგარეთ გასვლასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, გაუგებარია, რომ მოწინააღმდეგე მხარე აქცენტს გეოგრაფიაზე აკეთებს.

„წარდგინებაში ფაქტობრივი ნაწილი იმდენად სუსტია, რომ მეგონა, დღეს დამატებით რაიმე ინფორმაცია იქნებოდა წარმოდგენილი. რეალურად მოვისმინე ის, რასაც ვისმენ მედიაში და ჟურნალისტებთან საუბრის დროს. საკონსტიტუციო სასამართლოში ცოტა მეტის მოლოდინი მქონდა.

წარდგინება ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტის განხორციელება და სხვა სახელმწიფო თანამდებობის პირების სამუშაო შეხვედრის გამართვა მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით შეუძლია. პირველ რიგში, გაუგებარი არის ეს აქცენტი გეოგრაფიაზე. არსებობს მთელი რიგი ურთიერთობებისა, რომელიც არ წარმოადგენს 52-ე მუხლის დადენილი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას, თუმცა გულისხმობს დიპლომატიურ ურთიერთობებს და ეს უნდა გავმიჯნოთ და ეს ამ საქმისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. პრეზიდენტი ახორციელებს მთელ რიგ ურთიერთობებს, რომლებიც თავისი არსით არ საჭიროებენ მთავრობასთან შეთანხმებას, არ თანხმდებოდა არასდროს და არც ერთ ეტაპზე არ გამხდარა სადავო, მათ შორის, არ გაუხდია სადავო საქართველოს მთავრობას და მათ შორის, ეს არ არის ასახული წარდგინებაში.

მაგალითისთვის, იქნება საგარეო ურთიერთობების ფარგლებში სხვა სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრა ქვეყნის შიგნით, წერილის გაგზავნა, სატელეფონო თუ სხვაგვარი კომუნიკაცია. მაგალითად, წარდგინების ავტორები კონსტიტუციის დარღვევად არ მიიჩნევენ შემთხვევებს, როდესაც სახელმწიფოს მეთაური ქვეყნის შიგნით ხვდება სხვა ქვეყნის მეთაურებსა თუ უმაღლესი ოფიციალური თანამდებობის პირებს. თბილისში, საქართველოს ტერიტორიაზე შეხვედრები არასდროს განხილულა როგორ საკითხი, რომელიც არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება და სადაც საჭირო არის საქართველოს მთავრობის თანხმობა. მე არ მესმის, რატომ არის დაკავშირებული ამ მუხლის განმარტება თვითმფრინავში ჩაჯდომასთან და პრეზიდენტის საზღვარგარეთ გასვლასთან,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა