ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ხატია დეკანოიძე - იმედი მაქვს ნიკა მელია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

ნახვები: 592 ხატია დეკანოიძე - იმედი მაქვს ნიკა მელია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

ნიკა ასრულებდა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო “ბილტმორში” განუცხადა, სადაც პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია თანამოაზრეებთან ერთად შეხვედრას მართავს.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ნიკა მელიას თხოვნით მივიდა, სადაც ყოფილი თანაგუნდელების მოსაზრებებს მოისმენს.

„მე აქ მოვედი ნიკას და ჩემი მეგობრების თხოვნით. იცით, რომ ეს ადამიანები დიდი ხანი ჩემი თანამებრძოლები იყვნენ. ერთად ვიბრძოლოთ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ იმედი მაქვს, რომ ერთად გავაგრძელებთ ბევრ ადამიანთან ბრძოლას. ნიკასთან მქონდა საუბარი, ასევე ძალიან ბევრ ჩემ მეგობართან, რომელიც დღეს აქ იქნება და ძალიან მაინტერესებს მათი მოსაზრებები, როგორია მათი დამოკიდებულება. ამ ბრძოლაში ყველა ადამიანის მოსაზრებას და პოზიციას დიდი მნიშვნელობა აქვს. ნიკა ასრულებდა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ჩვენ 2024 წელს უმნიშვნელოვანესი ამოცანა გვაქვს და ეს არის ის, რომ გონივრულად ვიმოქმედოთ, რათა ეს ხელისუფლება მართლაც დავამარცხოთ და სახლში გავისტუმროთ. სხვანაირად საქართველოს ძალიან მძიმე მოცემულობა და მომავალი დაუდგება”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” ვერ ხედავს ერთიანობის იმედს და მომავალს, რადგანაც ის პრობლემები, რის გამოც პარტია დატოვა, პარტიაში კვლავ სახეზეა და განსაკუთრებული არაფერი შეცვლილა.

„მე ვერ გეტყვით, როდის მიიღებს ნიკა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება მიიღოს, ან არ შეიძლება მიიღოს. ჩვენი პოზიციები პარტიაში ერთმანეთს ემთხვეოდა“, - განაცხადა დეკანოიძემ და აღნიშნა, რომ თავად მელიას გადასაწყვეტია, რა სივრცეში იმოქმედებს ის

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა