ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

რუსულ პარტიაში არის კონკრეტული გაუგებრობები, უნდობლობა ერთმანეთის მიმართ- ლევან ხაბეიშვილი

ნახვები: 620 რუსულ პარტიაში არის კონკრეტული გაუგებრობები, უნდობლობა ერთმანეთის მიმართ- ლევან ხაბეიშვილი

ეს ცვლილებები ემსახურება ერთ რამეს - რუსულ პარტიაში არის კონკრეტული გაუგებრობები, უნდობლობა ერთმანეთის მიმართ და მე დარწმუნებული ვარ, რომ რაც მეტი დრო გავა, რაც უფრო მეტი სანქცირებული იქნება და ასე იქნება უპირობოდ, კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეექმნება რუსულ პარტიას, - ასე გამოეხმაურა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის თანახმად, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებას“ ლიდერებს რეგლამენტში ცვლილებების განხორციელება მათი თანაგუნდელების „მაქსიმალურად გააკონტროლობისთვის“ სურთ.

„ამბობენ, რომ საჯარო იქნება იმისთვის, რომ გუნდის შიგნითაც უკვე ხვდებიან, რომ რუსულ თამაშზე აყოლა და ბიძინა ივანიშვილს, რომ ჩაჰყვნენ პოლიტიკურ მოუსავლეთში, უკვე არ უნდა არავის და ნერვიულობს კონკრეტული ადამიანები, ამიტომ მათსავე გუნდში, რომ არ ენდობიან ადამიანებს, ამიტომაც ამბობენ, რომ უნდა იყოს საჯარო, რომ ვინმემ არ მოატყუოს რუსული პარტიიდან და გააკონტროლონ მაქსიმალურად, რომ ზუსტად იცოდნენ ვინ აძლევს ხმას და ვინ - არა. შესაბამისად, ეს ცვლილებები ემსახურება ერთ რამეს, რომ რუსულ პარტიაში არის კონკრეტული გაუგებრობები, უნდობლობა ერთმანეთის მიმართ და მე დარწმუნებული ვარ, რომ რაც მეტი დრო გავა, რაც უფრო მეტი სანქცირებული იქნება და ასე იქნება უპირობოდ, კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეექმნება რუსულ პარტიას“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება - ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს.

ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომლის განხორციელებაც „ქართული ოცნების" დეპუტატების ინიციატივით პარლამენტის რეგლამენტში იგეგმება.

რეგლამენტში ცვლილებების პროექტით, ღია კენჭისყრის წესი მათ შორის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზე გავრცელდება.

კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში შენარჩუნდება, რადგან კონსტიტუციის თანახმად, მისი არჩევა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, თანამდებობის პირების ღია კენჭისყრით არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესს გამჭვირვალეს გახდის.

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს 9 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა